Sofiko Dzhvarsheishvili

სოფიკო ჯვარშეიშვილი

აფილირებული ასისტენტი

სოფიკო ჯვარშეიშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი და ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი.

მან 2001 წელს დაამთავრა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი, ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის მიმართულებით.

2007 წლიდან დღემდე უძღვება სალექციო კურსებს სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში. მათ შორის იყო თსუ-ის მაკროეკონომიკის კათედრის მოწვეული პედაგოგი. ამჟამად არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი მენეჯმენტის მიმართულებით.

უკანასკნელ წლებში, სოფიკო ჯვარშეიშვილს მინიჭებული აქვს არაერთი გრანტი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს პლუსის“ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში. იგი სხვადასხვა დროს მიწვეული იყო გერმანიის (კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა), საფრანგეთის (ლილის კათოლიკურ) და თურქეთის (აფიონ ქოჩათეფეს) უნივერსიტეტებში ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტებზე ლექციების წასაკითხად.

2011-2017 წლებში, იგი იყო ფრიდრიხ-შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის (გერმანია) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „საერთაშორისო საწარმოთა მართვა“ მენეჯერი. პროექტი დაფინანსებული იყო გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) მიერ;

მისი სამუშაო გამოცდილებიდან ასევე აღსანიშნავია ის, რომ სოფიკო ჯვარშეიშვილი 2016 წელს  მუშაობდა  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (FAO-EBRD) ერთობლივი პროექტის ექსპერტად.

2018-2019 წლებში სოფიკო ჯვარშეიშვილი ხელმძღვანელობას უწევდა ქართულ ევროპულ უმაღლესი სასწავლებლის ქართულენოვან და ინგლისურენოვან ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამებს.

მას მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში და გამოქვეყნებული აქვს ათამდე სამეცნიერო ნაშრომი.

სოფიკო ჯვარშეიშვილი თავისუფლად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

სხვა წევრები