მისია
“ჩვენ ვართ პროგრესული საგანმანათლებლო სივრცე და ვქმნით პიროვნული და პროფესიული თვითრეალიზების საუკეთესო შესაძლებლობებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ კვლევისა და ცოდნის მიღების ხელმისაწვდომ პირობებს, ვაძლიერებთ სტუდენტებს პრაქტიკული უნარებითა და ლიდერული კომპეტენციებით. ვპასუხობთ შრომის ბაზრის გამოწვევებს, ვამზადებთ მომავლის პროფესიონალებს და ხელს ვუწყობთ საზოგადოების მდგრად განვითარებას.”
ხედვა
2031 წლისთვის „ალტერბრიჯი“ არის მაღალი ცნობადობის და რეპუტაციის მქონე უნივერსიტეტი, რომელიც:
- აერთიანებს პროგრესულ აკადემიურ მიდგომებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ განათლებასა და ეთიკურ ღირებულებებს;
- ქმნის ინკლუზიურ და ინოვაციურ სასწავლო სივრცეს, რომელიც პასუხობს შრომის ბაზრის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს;
- ხელს უწყობს ლიდერების, ცვლილებების ინიციატორებისა და პასუხისმგებლიანი მოქალაქეების აღზრდას, რომლებიც წარმატებით ერგებიან გლობალური სამყაროს გამოწვევებს და ქმნიან მდგრად, ცოდნაზე დაფუძნებულ საზოგადოებას.
ღირებულებები:
- პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა
- ურთიერთნდობა და გუნდურობა
- საჯაროობა და გამჭვირვალობა
- ეთიკა და სამართლიანობა
- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და პატრიოტიზმი
- აკადემიური თავისუფლება
- უწყვეტი განვითარება
ქართული
English