რექტორის გზავნილი
ალტერბრიჯის რექტორის, ნათია გოცაძის გზავნილი სტუდენტებს: “განმანათლებლობა არის ადამიანის გამოსვლა იმ უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია” კანტი ამ სიტყვებში უმწიფრობას უწოდებს ადამიანის ნებას იცხოვროს და იყოს მართული სხვისი აზრებით – ხოლო განმანათლებლობას კი ძალას, გაბედო გქონდეს საკუთარი განსჯის უნარი…
დღეს, როდესაც ალტერბრიჯის კარებს ვაღებ, მე ვხედავ შედეგს… შედეგების ერთობლიობას და თითოეული მათგანი ჩემთვის სწორედ ამ სიტყვებთან ასოცირდება – განმანათლებლობა, სიმამაცის აქტი, გაბედო იაზროვნო, გაბედო იმოქმედო და გაბედო გჯეროდეს საკუთარი მიზნების..
ჩვენი ყველა შედეგი ნაბიჯით იწყება და სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმაა ყველაზე რთული. თუმცა, ვერასოდეს გაიგებ რა მოხდებოდა თუ არ სცადე… და ამიტომაც ჯობს იმოქმედო, რადგან უმოქმედობა სიცარიელეა, მოქმედებას კი ყოველთვის მოაქვს შედეგი…
ახლა, როდესაც უკან ვიხედები, ვხვდები რომ ყველაფერი სწორედ იმ ნაბიჯების დამსახურებაა, რომლებიც გავბედე და გადავდგი…
– როდესაც გავბედე და ერთ ოთახში, ერთი ტრენინგით დავიწყე საქმე, რომელიც მიყვარს…
– როდესაც ის გუნდი შემოვიკრიბე, რომლებმაც ჩემსავით გაბედეს და დაიჯერეს, რომ ცხოვრებაში არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე დაეხმარო ადამიანებს საკუთარი თავის პოვნაში…
– როდესაც ერთად გავბედეთ და არასოდეს დავნებდით სირთულეებს, რომლებიც ყველა ჯერზე გადაგვეღობა…
– როდესაც ვაჩვენეთ ადამიანებს, რომ ცვლილებები იწყება მათით და მერე თავად მივეცით მაგალითი, რადგან თავად გავბედეთ ყველაზე დიდი ცვლილება…
– როდესაც გავბედეთ და მივიღეთ გამოწვევა გავმხდარიყავით უმაღლესი სასწავლებელი და მერეც, როდესაც დავძლიეთ ეს გამოწვევა და გავხდით ერთადერთი ახალი სასწავლებელი, რომელსაც უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა!
– და ახლაც, როდესაც ყოველდღიურად უნდა გავბედოთ, რათა შევქმნათ ალტერნატიული საგანმანათლებლო შესაძლებლობები ქვეყანაში!
ალტერბრიჯი სტუდენტების ახალ ნაკადს ელოდება და ჩვენი მთავარი გზავნილი ასეთია!
გაბედე ა ლტერნატივა
გაბედე ლ იდერობა
გაბედე ტ ოლერანტობა
გაბედე ე რთგულება
გაბედე რ ბოლა
გაბედე ბ ედნიერება
გაბედე რ ისკი
გაბედე ი ამაყო
გაბედე ჯ ობდე
გაბედე ი აზროვნო
დიახ, ,,გაბედე იაზროვნო”, Sapere aude! – სწორედ აქედან იწყება განმანათლებლობა და ეს ის სიმამაცის აქტია, რომელიც პიროვნულად უნდა განახორციელო…
ჩვენ გავბედეთ და ახლა აქ ვართ!
ამიტომაც
#გაბედეიყოალტერი #გახდიალტერბრიჯელი
შეხვედრამდე ალტერბრიჯში ,
ნათია გოცაძე
მართვისა კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ალტერბრიჯის “ რექტორი
უნივერსიტეტის მისია:
სასწავლო უნივერსიტეტის მისიაა მისცეს ადამიანებს პიროვნული და პროფესიული თვითრეალიზების ახალი
შესაძლებლობები. რისთვისაც ქმნის კვლევისა და ცოდნის მიღების ხელმისაწვდომ პირობებს, აყალიბებს საერთაშორისო
პლატფორმას განათლებისა და შრომის ბაზრის ურთიერთქმედებისთვის, ხელს უწყობს მართვისა და კომუნიკაციის
პროცესების გაუმჯობესებას ქვეყანაში.