რატომ უნდა გახდე „ალტერბრიჯის“ სტუდენტი?!

რატომ უნდა გახდე ალტერბრიჯის სტუდენტი?!

„ალტერბრიჯის“ ტრანსოფრმაციულ და მრავალფეროვან გარემოში ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია აღმოაჩინოს „ალტერნატიული მე“. ჩვენთან სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღებენ  პრაქტიკულ გამოცდილებას კომპეტენტური და მოტივირებული ლექტორებისგან.

ულტრა თანამედროვე და ეკომეგობრული გარემო – სიმწვანე, სუფთა ჰაერი, კომფორტული მისასვლელი გზა,  შექმნილია თქვენი სწავლა-განვითარებისთვის. აქ თითოეულ სტუდენტს შეუძლია, პიროვნული თვითრეალიზებით გააფორთოვოს ხიდი მიღებულ ცოდნასა და პრაქტიკულ საქმიანობას შორის.

ჩვენს სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა აქტიურად ჩაერთონ სამეცნიერო-შემოქმედებით კვლევებში, რაც მათთვის დამატებითი სარგებელია დასაქმებასა და კარიერულ წინსვლაში.

 სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამები

„ალტერბრიჯის“ სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების სასწავლო კურიკულუმი დაგეგმილია დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და სფეროში არსებული ტენდენციების მაქსიმალური გათვალისწინებით.  შესაბამისად, ჩვენი კურსდამთავრებულები ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი კადრები იქნებიან.

მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ სტუდენტებს სთავაზობს „საზოგადოებრივი ურთიერთობის“ საბაკალავრო პროგრამას, რომელიც  შედგენილია თეორიული და პრაქტიკული სწავლების მაქსიმალური შერწყმით, სწორედ ამიტომ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „ალტერბრიჯის“ კურსდამთავრებულები კომუნიკაციის კვალიფიციური მენეჯერები და კომპეტენტური ფსიქოლოგები იქნებიან. გარდა ამისა, უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში მიიღებთ   შიდა დაფინანსებას 9000 ლარის ოდენობით.

უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს სთავაზობს „სტრატეგიული კომუნიკაციების“ პროგრამას, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეისწავლოთ სტრატეგიული კომუნიკაციები და მიიღოთ პრაქტიული ცოდნა PR – ისა და მარკეტინგის მიმართულებით.

საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) ცნობიერების ან ემოციების მართვით სამიზნე ბაზარზე გავლენის მოხდენაა. PR – ის გამოყენება შესაძლებელია რეპუტაციის ამაღლების მიზნით სოციალურ მედიაში. „PR ადამიანები“ არიან ამბის მთხრობელები, რომლებიც მუდამ ეძებენ ნეგატიური მესიჯების პოზიტიურად ფორმულირების ალტერნატიულ გზებს.

PR არის სტრატეგიული საკომუნიკაციო ხიდი ორგანიზაციებსა და მათ საზოგადოებას შორის. საზოგადოებასთან ურთიერთობა ამბის თხრობის ხელოვნებაა, რომელსაც უნივრსიტეტ „ალტერბრიჯში“ დაეუფლებით, ჩვენი დახმარებით თქვენ შეძლებთ, გახდეთ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი კადრი.

კარიერული განვითარება

გარდა ამისა, უნივერსიტეტ „ალტერბრიჯში“ აქტიურად მოქმედებს „კარიერული განვითარების ცენტრი“, რომელიც ზრუნავს სტუდენტებსა და მათ კარიერულ წინსვლაზე. „ალტერბრიჯის“ გუნდი ყოველთვის მზად არის, გაუწიოს მათ კონსულტაცია კარიერასთან დაკავშირებულ საკითხზებზე. ჩვენი მეშვეობით იპოვით უამრავ პოტენციურ დამსაქმებელს, ისწავლით თუ როგორ უნდა შეადგინოთ ეფექტური CV, მიიღებთ სხვადასხვა რჩევებს კომპეტენტური პირებისგან, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ პრაქტიკაში.

სტუდენტებს ასევე აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა „ალტერბრიჯის“ ტრენინგ ცენტრის ექსპრეს კურსებსა და ტრენინგებში, ჩვენ სტუდენტებს შეუძლიათ ნებისმიერი კურსის გავლა ნახევარ ფასად .

ვფიქრობთ, ჩვენი ალტერ-სივრცე საუკეთესოა კარიერული განვითარებისთვისა და უმაღლესი განათლების მისაღებად.