,,როგორ შევარჩიოთ პროფესია” – სწორი კარიერული არჩევანი
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები განვითარების იმ ეტაპზე იმყოფებიან, როდესაც სჭირდებათ მკაფიო და სწორი გადაწყვეტილების მიღება წარმატებული მომავლისთვის. უნივერსიტეტი ალტერბრიჯი მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის ახორციელებს პროფორიენტაციის ტრენინგს, რომელიც ეხმარება მოსწავლეს გააანალიზოს საკუთარი ინტერესები და გააკეთოს სწორი კარიერული არჩევანი.
პროფესიის არჩევა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთვი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რომლითაც განისაზღვრება შემდგომი ცხოვრების დიდი ნაწილი. პროფესიის არჩევისას უნდა გავაანალიზოთ ისეთი ძირითადი საკითხები, როგორებიცაა: თანამედროვე დასაქმების ბაზრის მოთხოვნები, საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრა (ძლიერი მხარეები), უნარებისა და ინტერესების შეთავსება და სხვა.
იმისათვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რომელი პროფესია შეგვეფერება ყველაზე მეტად, აუცილებელია ჩვენი ინტერესებისა და უნარების განსაზღვრა.
ტრენინგის ფარგლებში განიხილება საკითხები:
სწორი პროფესიული არჩევანი;
შეცდომები, რომლებიც არ უნდა გავიმეოროთ.
პროფორიენტაციის ტრენინგის მიზანია, შეისწავლოთ თქვენი შესაძლებლობები და გააანალიზოთ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, რაც სამომავლოდ დაგეხმარებათ, გადადგათ სწორი კარიერული ნაბიჯი.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ფსიქოლოგიური ტესტი პროფესიული თვითიდენტიფიკაციისთვის.