სამოქმედო გეგმები

უნივერსიტეტ ალტერბრიჯის სტრატეგიული დოკუმენტები მიზნად ისახავს უნივერსიტეტის განვითარებისთვის აუცილებელი მიზნების განსაზღვრას და მათი მიღწევის ეფექტიანი გზების გამოკვეთას. ეყრდნობა ადგილობრივი და გლობალური შრომის ბაზრის ტენდენციებს, ეხმიანება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხედვას და შესაბამისობაშია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან.

სტრატეგიული დაგეგმვა მიზნად ისახავს გრძელვადიანი პერსპექტივით ორგანიზაციული განვითარების მიმართულებათა დადგენას, არსებული რესურსების იდენტიფიცირებას, დამსაქმებელთა მოთხოვნებისა და გარემომცველი ფაქტორების გათვალისწინებას.

წინამდებარე დოკუმენტები აყალიბებს უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების გეგმას და ორიენტირებულია  შემდეგ მიმართულებებზე:

  • მიზანი #1 – საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლება და რეპუტაციული მენეჯმენტი.
  • მიზანი #2 – ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება.
  • მიზანი#3 – სტუდენტების სწავლება, პიროვნული განვითარება და თვითრეალიზაციის ხელშეწყობა.
  • მიზანი #4 – კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა
  • მიზანი # 5 – ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სრულყოფა
  • მიზანი #6 – ორგანიზაციული მართვა და ადამიანური რესურსის განვითარება
  • მიზანი # 7 – ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა
  • მიზანი#8 – მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება
  • მიზანი# 9 – ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა

სტრატეგიული განვითარების გეგმა 2025-2031

სამოქმედო გეგმა 2025 - 2028

სამოქმედო გეგმა 2025 - 2026

სტრატეგიული განვითარების გეგმა 2019-2026

სამოქმედო გეგმა 2022- 2025