მოხარული ვარ მოგესალმოთ მართვისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სკოლის სახელით. სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ 2 წელია, რაც შემოუერთდა უმაღლესი აკადემიური განათლების სფეროს. ჩვენ ორიენტირებული ვართ ხელი შევუწყოთ სტუდენტის პროფესიულ და პიროვნულ ზრდა-განვითარებას და მის, როგორც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე, დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ჩვენი კურსდამთავრებულების შემდგომ წინსვლას, მათ ადაპტაციას დღევანდელ, სწრაფად ცვალებად სამყაროში.
ჩვენ მიერ დანერგილი უახლესი მიდგომები, ტრანსფორმაციული განათლების მეთოდების გამოყენება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება მთლიანად მორგებულია სტუდენტის მისწრაფებებსა და ინტერესებს. მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით გამორჩეული პროფესიონალთა გუნდი იძლევა გარანტიას შექმნას კომუნიკაციის სფეროში დასაქმებული კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური ადამიანური რესურსი.
საწყის ეტაპზე გთავაზობთ საზოგადოებრივი ურთიერთობის და კომუნიკაციის ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამებს. სასწავლო კურიკულუმი დაგეგმილია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებისა და სფეროში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით. სწავლების პროცესი საშუალებას მოგცემთ დაეუფლოთ საჭირო ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს თვითრეალიზებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ჩვენი სასწავლო უნივერსიტეტის მისია და ხედვა ითვალისწინებს სტუდენტებისა და აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალისთვის უზრუნველვყოთ ცოდნის მიღების, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ხელმისაწვდომი პირობები. ჩვენს ერთერთ სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს წვლილი შევიტანოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით განათლების დონის ამაღლებასა და სამოქალაქო შეგნების განვითარებაში, ასევე, საზოგადოებრივი ურთიერთობების, როგორც ერთერთი ტრენდული დარგის გაუმჯობესებაში.
ალტერბრიჯი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ კერძო და საჯარო სტრუქტურებთან, საერთაშორისო კომპანიებსა და დონორ ორგანიზაციებთან. მუდმივად ვართ ჩართული სხვადასხვა სოციალურ პროექტში, ფორმალურ თუ არაფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში, მხარს ვუჭერთ კომუნიკაციის სფეროს განვითარებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
გარწმუნებთ, თქვენი სახით ჩვენი ქვეყანა შეიძენს მრავალმხრივი განათლების მქონე, პროგრესულად მოაზროვნე, კომპეტენტურ, აქტიურ მოქალაქეებს, რომელთა უმთავრესი მოწოდებაა განვითარდნენ და განავითარონ სხვებიც.
გვჯერა ერთობლივი მონდომებითა და მიზანსწრაფულობით მივაღწევთ დასახულ მიზნებს, რაც ჯანსაღი მომავალი თაობების აღზრდის საწინდარია.
გელით ახალ, ეკოლოგიურად სუფთა, ალტერნატიულ გარემოში, ახლებური ხედვითა და საინტერესო მიდგომებით.
მადლობა, რომ გვენდეთ და აგვირჩიეთ!
თეა ლორთქიფანიძე
მართვისა და სტრატეგიული კომუნიკაციის