2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისთვის უნივერსიტეტი ალტერბრიჯი აცხადებს მიღებას სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებზე.

სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა
- მობილობის მიზნებისთვის, ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვრება 4 (ოთხი) ადგილით.
- სწავლის საფასური: 4600 ლარი
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა:
- მობილობის მიზნებისთვის, ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვრება 4 (ოთხი) ადგილით.
- სწავლის საფასური: 3500 ლარი
მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა:
- მობილობის მიზნებისთვის, ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვრება 7 (შვიდი) ადგილით.
- სწავლის საფასური: 4900 ლარი
ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა:
- მობილობის მიზნებისთვის, ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვრება 1 (ერთი) ადგილით.
- სწავლის საფასური ქართველი სტუდენტებისთვის: 4900
დეტალური ინფორმაცია მობილობის შესახებ:
სტუდენტს მობილობის უფლება წარმოეშვება უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდგომ.
ალტერბრიჯში მობილობის წესით სწავლის გაგრძელების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ – სსიპ – განათლების ხარსხის განვითარების ეროვნული ცენტრის მობილობის ელექტორნულ პორტალზე – https://students.emis.ge/
- საბუთების მიღება 9 – 12 სექტემბერი
- გასაუბრება უნივერსიტეტის მიმღებ კომისიასთან 12 -14 სექტემბერის ჩათვლით;
- ჩარიცხვის შესახებ ბრძანების და ხელშეკრულების გაფორმება. 14, 15 სექტემბერი
- უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების რეგისტრაცია EMIS -ის საერთო ბაზაში – 16 სექტემბერი;
მობილობის მსურველს ევალება, 12 სექტემბრამდე წარმოადგინოს ალტერბრიჯში შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება;
- პირადობის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
- ატესტატის ნოტარიული ასლი (მაგისტრატურაზე მობილობის შემთხვევაში – ბაკალავრის დიპლომის ნოტარიული ასლი);
- სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის);
- ფოტოსურათი 3/4;
აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენა შეგიძლიათ ადგილზე, უნივერსიტეტ “ალტერბრიჯში”, ასევე შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ მეილზე: info@alterbridge.edu.ge
უნივერსიტეტ ალტერბრიჯის საკონტაქტო ინფორმაცია:
- ტელეფონი: 558 198 198
- ელ-ფოსტა: info@alterbridge.edu.ge
- მისამართი: ქ. თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი # 67
ქართული
English