მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი იწყებს ახალ, ინოვაციურ კამპანიას “ალტერბრიჯი აბიტურიენტებისთვის”
აღნიშნული პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტი შემოგთავაზებთ მასტერკლასებს, ვებინარებსა და თემატურ შეხვედრებს.
თუ გსურს მიიღო რჩევები ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტისგან,
მაშინ არ გაუშვა ეს შესაძლებლობა.
ალტერბრიჯის ორგანიზებით, გაიმართება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ონლაინ ვებინარები.
მოწვეული პედაგოგი: ნინო ნიკოლაშვილი – ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, იგი ამჟამად ქართული ენის მასწავლებელია სკოლა „ოლიმპიში“. ვებინარების განმავლობაში ნინო LIVE ინტერაქციულ რეჟიმში უპასუხებს თქვენს შეკითხვებს და მოგცემთ პრაქტიკულ რჩევებს. ნინოს აქვს სკოლის მოსწავლეებთან და აბიტურეინტებთან მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება;
აესწარი “ალტერბრიჯის” ონლაინ ვებინარს სრულიად უფასოდ და მოემზადე ეროვნული გამოცდისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის კომპონენტში #ალტერბრიჯთან ერთად.
ვებინარები ჩატარდება ონლაინ, ZOOM პლატფორმის გამოყენებით.
დაინტერესებული პირები დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/NKacfFMq9vYhtPHZ6
მეტი სიახლის სანახავად ეწვიეთ ალტერბრიჯის ფეისბუქ ჯგუფს. 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 558 198 198