საუნივერსიტეტო სტიპენდიები და შეღავათები

როგორ მოვიპოვოთ საუნივერსიტეტო სტიპენდია?

საუნივერსიტეტო სტიპენდია ენიშნება ალტერბრიჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის და სამართლის სკოლის მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტ(ებ)ს სემესტრულად (6 თვის განმავლობაში), პროგრამაზე სწავლის მესამე სემესტრიდან.

სტიპენდიის დანიშვნის მთავარი კრიტერიუმია სტუდენტის რეიტინგი – სემესტრული მაღალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი. სტიპენდიის დანიშვნის საფუძველია, სტუდენტის მიერ სემესტრში არანაკლებ 30 კრედიტის დაგროვება და „A” (91 – 100 ქულა) შეფასება ყველა სასწავლო კომპონენტში.

სტუდენტის მაღალი აკადემიური მოსწრების დადგენა და სტიპენდიის გაცემა ალტერბრიჯში იწარმოებს სტუდენტთა შეფასების საშუალო მაჩვენებლის (GPA) დაანგარიშების საფუძველზე. სტიპენდიის დანიშვნა ხორციელდება პროგრამაზე სწავლის მესამე და ყოველი მომდევნო სემესტრის საგამოცდო სესიის შედეგების საფუძველზე.

სტუდენტის მაღალი აკადემიური მოსწრების დადგენა და სტიპენდიის გაცემა ალტერბრიჯში იწარმოებს სტუდენტთა შეფასების საშუალო მაჩვენებლის (GPA) დაანგარიშების საფუძველზე. სტიპენდიის დანიშვნა ხორციელდება პროგრამაზე სწავლის მესამე და ყოველი მომდევნო სემესტრის საგამოცდო სესიის შედეგების საფუძველზე.

სტუდენტთა აკადემიური მაჩვენებლის შემოწმების შემდეგ შეირჩევა საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტები და მათი მონაცემები წარედგინება რექტორს. რექტორი გამოსცემს ბრძანებას ამ სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება რამდენიმე თანაბარქულიანი სტუდენტი, მაშინ უპირატესობა მიენიჭება იმ სტუდენტებს, რომლებიც სასწავლო უნივერსიტეტის სახელით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში (საერთაშორისო, ადგილობრივ და საუნივერსიტეტო კონფერენციებში, სპორტულ ან სახელოვნებო აქტივობებში, კონკურსებში).

სტიპენდიები სტუდენტებისთვის სოციალური სტატუსის გათვალისწინებით

სტიპენდიის გაცემისას შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას სტუდენტის სოციალური მდგომარეობა (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  სტუდენტი, ობოლი სტუდენტი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტი და სხვ.). რექტორის გადაწყვეტილებით, სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ იმ პირველკურსელ სტუდენტებს, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით მოიპოვეს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი და ამავდროულად, რეგისტრაციისას, პირველი პრიორიტეტი მიანიჭეს სასწავლო უნივერსიტეტის სკოლას/პროგრამას.

ასეთი სტუდენტებისათვის სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ნორმატიული აქტით. ამასთან, პირველკურსელი სტუდენტი კარგავს სტიპენდიის მიღების უფლებას, თუ მისი სწავლის პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი 91-ზე ნაკლებია. სტიპენდია სტუდენტს უწყდება პირადი განცხადებით, ასევე, იმ შემთხვევაშიც, როდესაც მას შეუჩერდება ან შეუწყდება სტუდენტის სტატუსი.

სტუდენტებისთვის, მათ შორის სოციალურად მოწყვლადი სტუდენტებისთვის, ფინანსური შეღავათის გაწევის მექანიზმები და სტიპენდიის გაცემის წესი

1 სასწავლო უნივერსიტეტმა შესაძლოა დაადგინოს სხვადასხვა შეღავათი (სტიპენდიების,

გადახდის მოქნილი სისტემის და სხვა) შემდეგი კატეგორიის სტუდენტებისათვის:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახის პირები;

ბ) სტუდენტური ოჯახი;

გ) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები;

დ) იძულებით გადაადგილებული და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები;

ე) მრავალშვილიანი ოჯახების წევრები;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;

ზ) მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირები;

თ) ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის გარდაცვლილ პირთა შვილები;

ი) ობოლი და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ახალგაზრდები;

კ) სხვა ცალკეულ შემთხვევაში რექტორის გადაწყვეტილებით

2 საშეღავათო პირობებზე უფლებამოსილმა სტუდენტმა, უფლებით სარგებლობისათვის, უნდა წარმოადგინოს სტატუსის დამადასტურებელი, კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი. შეღავათის სახე და შეღავათის ოდენობა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად.

  1. შეღავათით სარგებლობისათვის სტუდენტი მიმართავს სკოლის დეკანს და წარუდგენს მას

 

სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო დეკანი შესაბამის რეკომენდაციას აკეთებს კანცლერთან, რომელიც არა უგვიანეს 15 სამუშაო დღისა განიხილავს საკითხს და აწესებს შეღავათს ან აცხადებს დასაბუთებულ უარს.

4.სტუდენტის სწავლის საფასური, თუ ის სარგებლობს შეღავათით, განისაზღვრება რექტორის ბრძანებით, სადაც მიეთითება შეღავათის მინიჭების იურიდიული საფუძველი და სწავლის საფასურის საშეღავათო თანხის ოდენობა და შეღავათის გამოყენების ვადა. აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს სტუდენტთან გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

სტიპენდიის გაცემის წესი

5.1 სტიპენდია ენიშნება სასწავლო უნივერსიტეტის სკოლის საუკეთესო რეიტინგის მქონე

სტუდენტ(ებ)ს, სემესტრულად 6 თვის განმავლობაში, პროგრამაზე სწავლის მესამე სემესტრიდან.

5.2. სტიპენდიების დანიშვნის მთავარი კრიტერიუმია სტუდენტის რეიტინგი (სემესტრული მაღალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი). სტიპენდიის დანიშვნის საფუძველია, სტუდენტის მიერ სემესტრში არანაკლებ 30 კრედიტის დაგროვება და „A” (91 – 100 ქულა) შეფასება ყველა სასწავლო კომპონენტში. სტუდენტის მაღალი აკადემიური მოსწრების დადგენა და სტიპენდიის გაცემა სასწავლო უნივერსიტეტში იწარმოება სტუდენტთა შეფასების საშუალო მაჩვენებლის (GPA) დაანგარიშების საფუძველზე.

5.3. სტიპენდიის დანიშვნა ხორციელდება პროგრამაზე სწავლის მესამე და ყოველი მომდევნო სემესტრის საგამოცდო სესიის შედეგების საფუძველზე. სტუდენტთა აკადემიური მაჩვენებლის შემოწმების შემდეგ შეირჩევა საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტები (რომელთაც აქვთ ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი) და მათი მონაცემები წარედგინება რექტორს. Რექტორი გამოსცემს ბრძანებას ამ სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ.

5.4. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება რამდენიმე თანაბარქულიანი სტუდენტი, მაშინ

უპირატესობა მიენიჭება იმ სტუდენტს, რომელიც სასწავლო უნივერსიტეტის სახელით აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებებში (საერთაშორისო, რესპუბლიკურ და შიდა კონფერენციებში, სპორტულ ან სხვა სახის კონკურსებში). ასევე, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას სტუდენტის სოციალური მდგომარეობა (ფიზიკურად უნარშეზღუდული სტუდენტი, ობოლი სტუდენტი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტი და სხვ.).

5.5. რექტორის გადაწყვეტილებით, სტიპენდიის მიღების უფლება აქვს პირველკურსელ სტუდენტს, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით მოიპოვა 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი და ამავდროულად, რეგისტრაციისას, პირველი პრიორიტეტი მიანიჭა სასწავლო უნივერსიტეტის სკოლას/პროგრამას. ასეთი სტუდენტებისათვის სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ნორმატიული აქტით. ამასთან, პირველკურსელი სტუდენტი კარგავს სტიპენდიის მიღების უფლებას, თუ მისი სწავლის პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი დაბალია.

5.6. სტიპენდია სტუდენტს უწყდება პირადი განცხადებით, ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც მას შეუჩერდება ან შეუწყდება სტუდენტის სტატუსი, ასევე თუ მისი აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი 91-ზე ნაკლებია.

ერთჯერადი ფულადი წახალისება

6.1. სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან/და

სტუდენტ(ებ)ის თხოვნის საფუძველზე განახორციელოს სხვადასხვა სახის წამახალისებელი

ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებას და სტუდენტთა მოტივაციის გაზრდას.

6.2. ერთჯერადი ფულადი წახალისება შეიძლება გადაეცეს სტუდენტს, რომელმაც სასწავლო

უნივერსიტეტის სახელით მიიღო მონაწილეობა საუნივერსიტეტო, საერთაშორისო ან ეროვნულ კონფერენციაში, სპორტულ და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში და საუკეთესოდ წარმოაჩინა საკუთარი თავი და სასწავლო უნივერსიტეტი.