შიდა საგრანტო კონკურსები
ალტერბრიჯის კვლევითი საქმიანობის ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა შიდა საგრანტო კონკურსების ორგანიზება, რაც მიზნად ისახავს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, ახალგაზრდა მკვლევართა და სტუდენტების კვლევითი უნარების განვითარებას, ინოვაციური იდეების ხელშეწყობას და სამეცნიერო გარემოს გააქტიურებას. ცენტრი ყოველწლიურად აცხადებს როგორც შიდა საგრანტო კონკურსებს, ასევე, მუდმივ მიმდინარე ღია კონკურსს აკადემიური პერსონალის კვლევითი აქტივობების დასაფინანსებლად. შიდა საგრანტო პროგრამა ხორციელდება დადგენილი წესის შესაბამისად, რაც განსაზღვრულია დოკუმენტში „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის საგრანტო კონკურსის დებულება“.
შიდა საგრანტო კონკურსები ცხადდება წელიწადში ერთხელ და მოიცავს წინასწარ განსაზღვრულ თემატურ პრიორიტეტებს. განაცხადების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვლევის სიახლეს, მიზნის სიზუსტეს, სამოქმედო გეგმის მკაფიოობას და შედეგების რეალიზების პოტენციალს. აღსანიშნავია, რომ უპირატესობა ენიჭება ისეთ პროექტებს, რომლებშიც სტუდენტებიც აქტიურად არიან ჩართულნი.
2022-2023 სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტში გამოცხადდა შიდა საგრანტო კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მკვლევართა და სტუდენტთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას, ასევე საერთაშორისო რეცენზირებად და იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში პუბლიკაციების გამოქვეყნების მოტივაციას.
„პროფესიული გადაწვის სინდრომისა და კომუნიკაციის დეფიციტის ფაქტორების კავშირი, როგორც პოსტპანდემიური უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ (ავტორები: ნათია ვაჩეიშვილი, ირინე გოგიჩაიშვილი)
„სამეწარმეო განათლების გამოწვევები საქართველოში“ (ავტორები: მაკო ჯაოშვილი, ნათია გიორგაძე).
გარდა ამისა, პროექტ „სამეწარმეო განათლების გამოწვევები საქართველოში“ ავტორებმა მონაწილეობა მიიღეს Enterprise Educators UK-ის მიერ ორგანიზებულ მენტორინგის პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს სამეწარმეო განათლებისა და მხარდაჭერის გაძლიერებას. ეს გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მკვლევართა პროფესიულ განვითარებაში და კვლევის შედეგების უფრო ფართო ინტეგრაციაში.
2024 წლის ოქტომბერში ალტერბრიჯმა გამოაცხადა შიდა საგრანტო კონკურსი, რომლის მიზანია უნივერსიტეტის პერსონალის, ახალგაზრდა მკვლევარებისა და სტუდენტების სამეცნიერო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა. პრიორიტეტულია ისეთი პროექტები, რომლის განხორციელებაშიც ლექტორებთან ერთად სტუდენტებიც ერთვებიან.
„მედია და ციფრული სამყაროს როლი ციფრული იდენტობისა და პირველი შთაბეჭდილებების ფორმირებაში“ – ანა გვეტაძე და ნინო ქიტოშვილი.
„კორპორაციული კულტურა, როგორც ორგანიზაციის განვითარების საფუძველი და მისი თავისებურებანი საქართველოს ორგანიზაციებში „ – გიორგი კეპულაძე და ნინო ზურაშვილი
ქართული
English