2021 წლიდან , უნივერსიტეტი ალტერბრიჯი აქტიურად ახორციელებს ინოვაციურ და ყველაზე მოთხოვნად პროექტს “სამაგისტრო კონსპექტები ალტერბრიჯისგან”, რომლის ფარგლებშიც, უნივერსიტეტი ალტერბრიჯი ორგანიზებას უწევს საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი მასტერკლასების სერიას.

პროექტის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ვებინარებს უძღვებოდნენ გამოცდილი რეპეტიტორები, რომლებიც სამაგისტრო გამოცდების ოთხივე კომპონენტს, პრაქტიკული მაგალითების საშუალებით დეტალურად განიხილავდნენ.

პანდემიიდან გამომდინარე, შეხვედრები მიმდინარეობდა დისტანციურად, Zoom პლატფორმის მეშვეობით, რამაც საგრძნობლად გაზარდა ვებინარის ინტერაქცია, ფორმატიდან გამომდინარე, შეხვედრას სხვადასხვა ქალაქებიდანაც ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტი ალტერბრიჯი წელსაც აგრძელებს “სამაგისტრო კონსპექტების” სერიას.  მოწვეული სტუმარი: პროგრესული, პრაგმატულად მოაზროვნე ახალგაზრდა მათემატიკოსი – კოტე კვანტალიანი, რომელიც LIVE ინტერაქციულ რეჟიმში უპასუხებს აუდიტორიის კითხვებს და მისცემს მათ პრაქტიკულ რჩევებს. კოტეს სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი იცნობს , მისმა წარმატებულმა მოსწავლეებმა შექმნეს კამპანია: ,,მა-სწავლა”, ეს არის პლატფორმა, რომელზეც ახალგაზრდა მათემატიკოსის შესახებ უფრო მეტს შეიტყობთ. აქვს სკოლის მოსწავლეებთან, აბიტურეინტებთან, მაგისტრანტებთან და მასწავლებლებთან მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება. კოტე არის ონლაინ სწავლების პლატფორმების: ლიმესიTV, MathandLogicTV ავტორი.

მასტერკლასებზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

თუ 2022 წელს აპირებ საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარებას, მაშინ არ გაუშვა ეს შესაძლებლობა!

მეტი სიახლის სანახავად ეწვიეთ ალტერბრიჯის ფეისბუქ ჯგუფს.

პროექტით დაინტერესების შემთხვევაში, დარეგისტრირდით ბმულზე.