ძვირფასო მეგობარო

მიხარია, რომ ამ გზავნილს კითხულობ, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ან უკვე აირჩიე ალტერბრიჯი, ან ახლა ფიქრობ სად გააგრძელო ცოდნის მიღება. ორივე შემთხვევაში მთავარი ის მოტივაციაა რამაც ჩვენამდე მოგიყვანა.

2020 წელს ალტერბრიჯი სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს და ეს ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც ჩვენთან ერთად შექმნიან ალტერბრიჯის ახალ ისტორიას. მე მჯერა, რომ ეს ადამიანი შენც შეგიძლია გახდე, ამიტომ ჩვენი გზავნილი ასეთია: გაბედე იყო ალტერი! გაბედე იყო პირველი! გაბედე იყო პირველი ალტერბრიჯელი! გელოდებით ალტერბრიჯში.

ნათია გოცაძე
ალტერბრიჯის რექტორი

ნათია გოცაძე ხელმოწერა

თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები

ალტერბრიჯის ელექტრონული სამეცნიერო რეცენზირებადი ჟურნალია. ჩვენ ხელს ვუწყობთ მკვლევრებს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს წარადგინონ თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები ფართო აუდიტორიის წინაშე.
ეწვიეთ ვებ-გვერდს

ქვიზები

ალტერბრიჯის ქვიზები დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ, თუ რომელი ფსიქოტიპი ხართ, უკეთ გაიცნობთ საკუთარ თავს და გაიღრმავებთ წარმოდგენას თქვენი შესაძლებლობების შესახებ.
მეტის ნახვა

მიკრო მასტერსის პროგრამა

მიკრომასტერსის პროგრამა მცირე დროში ეფექტიანად შეგასწავლით ბრენდის სტრატეგიულ მართვას, საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, კომუნიკაციის თავისებურებებს, ვიზუალის ენას და ამბის თხრობას.
მეტის ნახვა

Alterbridge Training Center

Partners