ალტერბრიჯის კვლევითი საქმიანობა

„დამაკავშირებელი ხიდი მეცნიერებას, საზოგადოებას, განათლებასა და დასაქმებას შორის” – უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ამ ხედვის შესაბამისად, კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა ალტერბრიჯის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უნივერსიტეტი ქმნის ღია, ინკლუზიურ კვლევით გარემოს, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა მკვლევრების განვითარებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და სამეცნიერო შედეგების მაქსიმალურ ინტეგრაციას განათლებასა და ეკონომიკურ განვითარებაში.

ალტერბრიჯი მიზნად ისახავს, რომ 2031 წლისთვის ჩამოაყალიბოს ისეთი სამეცნიერო კვლევების ცენტრი, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებასთან. უნივერსიტეტი აქტიურად გააგრძელებს ინოვაციური კვლევითი პროექტების მხარდაჭერას, ახალგაზრდა მკვლევრების განვითარების ხელშეწყობას და მეცნიერების, განათლებისა და დასაქმების სფეროს ინტეგრაციის გაძლიერებას.

კვლევითი საქმიანობის ცენტრის 2025-2031 წლების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებებია:

1. ინტერნაციონალიზაცია და კვლევითი თანამშრომლობის გაძლიერება

· საერთაშორისო საგრანტო კონკურსებში აქტიური მონაწილეობა (Erasmus+, Horizon Europe, DAAD და სხვა).

· კონსორციუმების შექმნა უცხოურ უნივერსიტეტებთან ან/და კვლევით ორგანიზაციებთან ერთობლივი სამეცნიერო პროექტებისთვის.

· საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და ღონისძიებებში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მონაწილეობის წახალისება.

2. კვლევითი აქტივობების დაფინანსების მექანიზმების გაძლიერება

· არსებული შიდა საგრანტო კონკურსების გაფართოება ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის.

· აკადემიური პერსონალისთვის კვლევითი აქტივობების მხარდაჭერის მოქნილი მექანიზმების შემუშავება.

3. აკადემიური კეთილსინდისიერება და სამეცნიერო ჟურნალის ღია საძიებო სისტემებში ინტეგრირება

· პლაგიატის აღმომჩენი არსებული სისტემის (srikeplagiarism.com) სრულყოფა, მათ შორის, AI-ტექნოლოგიების ინტეგრაცია სამეცნიერო ნაშრომების ორიგინალურობის შემოწმებისთვის.

· ალტერბრიჯის ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის „თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები“ ინდექსაციის ბაზებში რეგისტრაცია.

4. კვლევის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება – სამეცნიერო რესურსებზე წვდომისა და მონაცემთა ბაზების გაფართოება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერის მექანიზმები

მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულება

სამეცნიერო საქმიანობის განვითარების სტრატეგია

აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკა

სამეცნიერი კვლევითი საქმიანობის ანგარიში