სამეცნიერო კონფერენცია
უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სამეცნიერო/კვლევითი საქმიანობის განვითარებას საქართველოში. კონფერენცია ემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მოღვაწე მეცნიერების, აკადემიური პერსონალის, გამოცდილი და დამწყები მკვლევრების, მათ შორის დოქტორანტების/მაგისტრანტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმოჩენას ფართო აუდიტორიის წინაშე.
ალტერბრიჯის ყოველწლიური კონფერენციის სათაური და თემატიკა მეტწილად განისაზღვრება უნივერსიტეტ ალტერბრიჯის მისიიდან გამომდინარე და ეხმიანება მის ძირითად აკადემიურ მიმართულებებს – საზოგადოებასთან ურთიერთობა, სტრატეგიული კომუნიკაცია და მართვა. ყოველწლიურ კონფერენციაზე შესაძლებელია ნაშრომები წარდგენილი იყოს შემდეგი პრიორიტეტული სფეროების მიხედვით: სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, განათლების მეცნიერებები, ეკონომიკის და ბიზნესის მიმართულება და სამართალმცოდნეობა.
კონფერენციის ფორმატი
საკონფერენციოდ Მიღებულ განაცხადებს განიხილავს კონფერენციის საორგანიზაციო კომისია, რომელიც შედგება უნივერსიტეტის აღმასრულებელი პირებისგან და აკადემიური პერსონალისგან.
- თეზისების შეფასების პირველი ეტაპის გავლის შემდგომ კი შერჩეული მონაწილეები გამოაგზავნიან საბოლოო სახით სამეცნიერო სტატიას.
- კონფერენცია იყოფა პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით სექციებად, თითოეულ სექციას უძღვება მოდერატორი, რომელიც შერჩეულია არის დარგის ექსპერტი/სპეციალისტი.
- კონფერენციის თითოეულ მომხსენებელს ნაშრომის წარსადგენად გამოყოფილი აქვს 20 წუთი, ხოლო შემდგომ კი ნაშრომთან დაკავშირებით სადისკუსიოდ განკუთვნილია 10 წუთი.
- კონფერენციის თეზისები გამოიცემა ელექტრონული კატალოგის სახით და ხელმისაწვდომი იქნება ალტერბრიჯის ვებგვერდზე ყველა დაინტერესებული პირებისთვის.
ნაშრომის შესრულების სტანდარტი
თუ სტატია შეიცავს ნახაზებს, ნახატებს, სქემებს, ფოტოებს, ილუსტრაციებს, ცხრილებს, აუცილებელია (ფორმატი – 90X120მმ-დან 130X120მმ-მდე) დაინომროს არაბული ციფრებით, ხოლოთუ ტექსტში მოცემულია მხოლოდ ერთი ილუსტრაცია, იგი არ ინომრება; საჭიროების შემთხვევაში ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები შეიძლება დასათაურდეს და/ან დაერთოს მცირე განმარტება იქვე, მასალის სათაურის ქვემოთ. ნახაზი უხარვეზოდ უნდა აისახებოდეს ეკრანზე (გარჩევისუნარიანობა 96-150 dpi).
ნაშრომის შეფასების წესი
- ნაშრომის შესაბამისობა კონფერენციის გამოცხადებულ თემატიკასთან, კვლევის აქტუალურობა და სიახლე
- კვლევის არგუმენტებით გამყარება, კვლევის სანდოობა და სიცხადე, თანმიმდევრულობა და მსჯელობის ლოგიკურობა
- ნაშრომის ტექნიკური გამართულობა – ციტირების წესი, წერის სტილი და ნაშრომის სტრუქტურის გამართულობის შესაბამისობა ნაშრომის შესრულების სტანდარტთან
ჩატარებული კონფერენციები:
სტუდენტური კონფერენცია – „მულტიდისციპლინარული ხედვები: კომუნიკაცია, ფსიქოლოგია და მენეჯმენტი კრიზისების დროს“
სტუდენტური კონფერენცია – ევროპული მომავალი, როგორც განვითარების ახალი შესაძლებლობა
სტუდენტური კონფერენცია – ევროპული მომავალი, როგორც განვითარების ახალი შესაძლებლობა
მეოთხე სამეცნიერო კონფერენცია – ხელოვნური ინტელექტი მართვასა და კომუნიკაციაში
ალტერბრიჯის რიგით მეორე სამეცნიერო კონფერენცია
სტუდენტური კონფერენცია თემაზე: სამართლებრივი არაკეთილსინდისიერება სოციალურ მედიაში
ალტერბრიჯის სამეცნიერო კონფერენცია 2021
ალტერბრიჯის სამეცნიერო კონფერენცია 2020
ქართული
English