სტუდენტური აქტივობა

სტუდენტური აქტივობა

სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი უფლება მოსილია თავისი ინიციატივით ან/და სტუდენტ(ებ)ის თხოვნის საფუძველზე განახორციელოს სხვადასხვა სახის სტუდენტური აქტივობა და წამახალისებელი ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებას და სტუდენტთა მოტივაციის გაზრდას. ერთჯერადი ფულადი წახალისება შეიძლება გადაეცეს სტუდენტს, რომელმაც სასწავლო უნივერსიტეტის სახელით მიიღო მონაწილეობა საუნივერსიტეტო, საერთაშორისო ან ეროვნულ კონფერენციაში, სპორტულ და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში და საუკეთესოდ წარმოაჩინა საკუთარი თავი და სასწავლო უნივერსიტეტი.

სტუდენტების ინტერესის გათვალისწინებით აქტივობები შესაძლოა განხორციელდეს სპორტული, კულტურული, ტექნოლოგიური, აკადემიური და სოციალური საქმიანობის მიმართულებით. ფორმატ განისაზღვრება სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალთან და რექტორთან შეთანხმებით. ეს შეიძლება იყოს: შიდა კონკურსი, გათამაშება, პროექტების წარდგენა, წინადადების დაცვა და სხვა. პრიზად მოიაზრება, როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი ფულადი ჯილდო, დაფინანსება, ტრენინგ-ცენტრის ვაუჩერი და სხვა.

ასევე, კარიერული განვითრების გუნდის ორგანიზებით პერიოდულად ტარდება სხვადასხვა ტიპის დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებები, რომელშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა. უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ადმინისტრაცია და შესაბამისი კომპეტენციის პირები მუდმივ რეჟიმში იკლევენ და აანალიზებენ სტუდენტთა ინტერესებსა და საჭიროებებს. მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია დაიგეგმოს ქალაქგარეთ გასვლა, ლაშქრობა, კონფერენცია, სემინარი თიმბილდინგის აქტივობები და სხვა.

 

უნივერსიტეტის მზაობა:

უნივერსიტეტი მზად არის ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოებასა და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ამავდროულად, მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ეს ყოველივე მოხდეს შემეცნებითი, საინტერესო, მრავალმხრივი საქმიანობის ფარგლებში. სწორედ ამიტომ, ადმინისტრაცია გამოთქვამს სრულ მზაობას, ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დაეხმაროს სხვადასხვა მიმართულების მქონე სტუდენტურ კლუბს. ამისთვის აუცილებელია კლუბის რეგისტრაცია. პროცესი მარტივია, შესაბამისი ფორმატს განცხადება წარედგინება უნივერსიტეტ ალტერბრიჯის რექტორს, დადასტურების შემთხვევაში კი, განისაზღვრება კლუბის პროგრამა, ახალგაზრდების ჩართულობის მიმართულებები, უნივერსიტეტის ვალდებულებები და სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული საკითხები. გაიმართება პერიოდული სამუშაო შეხვედრები საკოორდინაციო საბჭოსთან. გარდა ამისა, უნივერსიტეტი იტოვებს უფლებამოსილებას ჩაატაროს საგრანტო, შიდა დაფინანსების მოპოვებისა და სხვა ტიპის კონკურსები სრულიად დამოუკიდებლად.

მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მაქსიმალური ჩართულობისკენ მოვუწოდებთ თითოეულ სტუდენტს. ადმინისტრაცია აბსოლუტურ მზაობას გამოთქვამს აღნიშნული მიმართულებით  განიხილოს ნებისმიერი ინიციტივა, იდეა, პროექტი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოქმედი სტატუსის მქონე სტუდენტების აქტიურობა, არამედ პიარის სკოლის კურსდამთავრებულების ჩართულობა და ურთიერთობის შენარჩუნება მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტტ ‘ალტერბრიჯის“ სტუდენტებთან.

თუ თვლით, რომ გაგაჩნიათ საინტერესო ინიციატივა სტუდენტური აქტივობის მიმართულებით, გთხოვთ შესაბამისი წინადადებით მიმართოთ ადმინისტრაციას.

სიახლეები

Disco Party 2022 – უნივერსიტეტ ალტერბრიჯში

კიდევ ერთი განსაკუთრებული დღე ალტერბრიჯის ისტორიაში! ალტერბრიჯში 27 დეკემბერს სიურპრიზებით, მოულოდნელობებითა და პოზიტივით შევხვდით დამდეგ 2022 წელს. წვეულება დისკო სტილში გაიმართა და დატვირთული იყო სხვადასხვა სახის აქტივობებით, მუსიკალური გაფორმებითა და …

სტუდენტური გზამკვლევი