ალტერბრიჯის უნივერსიტეტი – Alterbridge University სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს ევროპის მასშტაბით.
უნივერსიტეტის დაფუძნების დღიდან აქტიურად ვმუშაობთ სასწავლო პროგრამების და სწავლების ინტერნაციონალიზაციის განვითარებისთვის, რათა მაქსიმალურად მრავალფეროვანი თემატიკის საერთაშორისო პროგრამები და გაცვლითი პროექტები შევთავაზოთ ჩვენ სტუდენტებს.
მადლობა ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, ინსტიტუტებს, რომლებთან ერთად ჩვენ სტუდენტები არაერთ საერთაშორისო გაცვლით პროექტში ერთვებიან. მიუხედავად პანდემიისა 2021 წელს ჩვენი სტუდენტები Erasmus+ და სხვა მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ იტალიაში, ესპანეთში, რუმინეთში. ალტერბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ ჰიბრიდულ საერთაშორისო პროექტებში, როგორც ონლაინ ასევე ადგილზე. ფორმალური და არაფორმალური განათლების გაცვლით პროექტებში სტუდენტების ჩართულობა ხელს უწყობს გლობალური დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროფესიონალების ფორმირებას. სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, საერთაშორისო კავშირებს მომავალი კარიერული წარმატებისთვის.
Erasmus+ არის ევროკავშირის პროგრამა განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში. 2021-2027 წლის პროგრამის ბიუჯეტი €26.2 მილიარდი ევროთი განისაზღვრება. Erasmus+ პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნის და დასაქმების დონის ამაღლება, გაცვლითი ტრენინგ პროგრამები და ახალგაზრდებთან მუშაობა. ასევე, სოციალური ჩართულობის, მწვანე და ციფრული განვითარებისა და დემოკრატიულ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა.
პროგრამა გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების და აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
Erasmus+ მობილობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს შემდეგი მიმართულებით იძლევა: – უმაღლესი განათლება; – პროფესიული განათლება; – საშუალო განათლება; – ზრდასრულთა განათლება; – ახალგაზრდობა; – სპორტი.
უნივერსიტეტი ალტერბრიჯი უმაღლესი განათლების და ახალგაზრდობის მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რათა შემდგომი წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტი გაცვლითი პროექტი და შესაძლებლობა შესთავაზოს სტუდენტებს.
სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლითი პროექტების და პროგრამებისთვის სტუდენტების შერჩევა ხდება ღია კონკურსის წესით. პერიოდულად სხვადასხვა ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები ტარდება გაცვლითი პროგრამებით დაინტერესებულ სტუდენტებთან დეტალური კონსულტაციებისთვის.
დეტალური ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია აქ: https://erasmus-plus.ec.europa.eu/
დეპარტამენტის წარმომადგენლები
გიორგი ჭანტურია
მართვისა და კომუნიკაციის საერთშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ასოცირებული, აფილირებული პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
G.tchanturia@alterbridge.edu.ge
+995 595 717 010
გიორგი აგირბაია
მართვისა და კომუნიკაციის საერთშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ინტერნაციონალიზაციის განვითარების მენეჯერი
+995 592 245 221
ანი ტყემალაძე
მართვისა და კომუნიკაციის საერთშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ინტერნაციონალიზაციის განვითარების მენეჯერის თანაშემწე
a.tkemaladze@alterbridge.edu.ge
+995 592 091 545