საგანმანათლებლო პროგრამები

 

  • II და I რანგის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო სასწავლო პროგრამა − მოხელის მენეჯერული უნარები

პროგრამა მოიცავს 5 მოდულს და მასში შემავალი სასწავლო მოდულებისთვის დროს ერთეულის გადანაწილება არის 1 შეხვედრა სამუშაო დღეებში არაუმეტეს 4 საკონტაქტო საათისა და არასამუშაო დღეებში არაუმეტეს 6 საკონტაქტო საათისა. საკონტაქტო საათების დრო თოთოეულ მოდულზე ნაწილდება შემდეგი პრინციპით: – თეორიული სწავლება: 30% – პრაქტიკული სწავლება: 70% პროგრამის მოდულების გეგმა და საათების გადანაწილება:

  • მოდული N1: სტრატეგიული მართვა-დაგეგმვა(სტრატეგიული მენეჯმენტი, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი მიზნებისა და ამოცანების დაგეგმვა, სამოქმედო გეგმების შემუშავება). – 8 საათი
  • მოდული N2: მომსახურების ხარისხის მართვა, რისკების და ცვლილებების მართვა – 8 საათი
  • მოდული N3: გადაწყვეტილებების მიღება, ლიდერობა და გუნდის მართვა. გუნდის გაძლიერება და მოტივირება,გენდერული თანასწორობა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა ადგილზე.- 6 საათი
  • მოდული N4: პროფესიული კომუნიკაცია, ეფექტური მოლაპარკებები,მედიასთან მედიასთან ურთიერთობა და საჯარო გამოსვლები. – 8 საათი
  • მოდულიN5: საჯარო სამსახურის ეთიკა, კონფლიქტების მოგვარება,ორგანიზაციული კულტურა, ანტიკორუფციული პოლიტიკა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საშუალებები – 6 საათი.

 

  • IV და III რანგის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამა – პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება

თანამედროვე სამყაროში კარგი კომუნიკაციის, სწორი დროის მართვის და ხარისხიანი მომსახურების გარეშე წარმოუდგენელი ეფექტურად წარიმართოს სამუშაო პროცესი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სწორად იქნას გააზრებული ეთიკის როლი საჯარო მოხელეთა მიერ განხორციელებულ პრაქტიკულ საქმინობაში. შესაბამისად, სასწავლო კურსი ითვალისწინებს საჯარო მოხელეთა ისეთი უნარების გაუმჯოესებაზე რომელიც საშუალებასმისცემს საჯარო მოხელეთა ყოველდღიურ საქმიანობაში განხორციელებული საქმიანობა ან მიღებული გადაწყვეტილება დააფუძნოს საჯარო სამსახურისთვის მნიშვნელოვან პრონციპებზე და ღირებულებებზე.

  • ეგზისტენციალური ანალიზი

ეგზისტენციალური ანალიზის ცენტრალურ თემას წარმოადგენს ცხოვრება შინაგანი თანხმობით, რომლის მიღწევასაც ეგზისტენციალური ანალიზი ახორციელებს ადამიანის საკუთარ თავთან მისვლით და ცხოვრებისეული გამოწვევების პირისპირ დგომით.

EXECUTIVE MBA პროგრამა

პროგრამის მიმოხილვა

პროგრამა განკუთვნილია გამოცდილი მენეჯერებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან საკუთარი მენეჯმენტისა და ლიდერობის უნარების განვითარებისთვის.

Executive MBA პროგრამა გთავაზობთ საერთაშორისო დონის განათლებას ეფექტურ და მოსახერხებელ ფორმატში. კურსი შექმნილია ისე, რომ სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად შეძლოთ სწავლა.

პროგრამის სრული აღწერა იხილეთ ბმულზე

უნივერსიტეტის რესურსები

უნივერსიტეტში მოქმედებს ტრენინგ ცენტრი, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სასერთიფიკატო პროგრამები. ტრენინგ ცენტრი უნიკალური შესაძლებლობაა მათთვისაც, ვისაც ეფექტური უნარ-ჩვევების გამომუშავება და რეალიზაცია სურს. ტრენინგებს მუდამ კვალიფიცირებული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი უძღვება.

სტრატეგიული კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამის კატალოგი

II და I რანგის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო სასწავლო პროგრამა − მოხელის მენეჯერული უნარები

IV და III რანგის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამა - პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება

ეგზისტენციალური ანალიზი - პროგრამის კატალოგი