უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა  მოწოდებულია ხელმისაწვდომი, მოქნილი და მრავალფეროვანი გახადოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და ყველა სტუდენტისათვის  მისი ნებისმიერი მატერიალური თუ ციფრული რესურსი.

ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი შედგება, როგორც უნივერსიტეტის მიერ მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო სავალდებულო ლიტერატურისაგან, აგრეთვე ზოგადი ხასიათის საცნობარო გამოცემებისაგან, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურისაგან, ციფრული მატარებლებისა და ციფრული ერთეულებისაგან. ბიბლიოთეკის ფონდი ივსება შეძენილი, საჩუქრად გადმოცემული და ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გადმოცემული  საბიბლიოთეკო ერთეულებით.

ბიბლიოთეკის რესურსებით სარგებლობა შეუძლია უნივერსიტეტის ნერბისმიერ თანამშრომელს,  აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტს.

რესურსებზე წვდომა უზრუნველყოფილია  https://alterbridge.ini.ge/  პორტალის მეშვეობით.

„თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები“ – ალტერბრიჯის ელექტრონული სამეცნიერო რეცენზირებადი ჟურნალი

journal.alterbridge.edu.ge

 სიახლე

ტექნიკური გადაიარაღების შემდეგ, საბიბლიოთეკო ბაზებზე შეუზღუდავი წვდომა ექნება უსდ ბიბლიოთეკის ყველა მიმხმარებელს, ერთჯერადი ინდივიდუალური კოდის გამოყენებით. დაინტერესებული მომხმარებელი მიმართავს ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ინდივიდუალური კოდის მისაღებად და მოკლე ინსტრუქციის გავლის შემდეგ მოახერხებს ამ სერვისით სარგებლობას.

უფასო ელექტრონული ბაზები

ელექტრონული წიგნების ბაზები, სადაც შეიძლიათ მოიძიოთ და ჩამოიტვირთოთ თქვენთვის საინტერესო ავტორებისა და თემატიკის წიგნები სრულიად უფასოდ – უკვე ხელმისაწვდომია!

საერთაშირისო სამეცნიერო ელექტრონული ბაზები

ელექტრონულ ბაზებში წარმოდგენილი სამეცნიერო კვლევითი  ჟურნალების უმეტესობას მინიჭებული აქვს Thomson Reuters-ისა და  Scopus ციტირების ინდექსი.

  1. ACM Digital  Library   —- https://dl.acm.org/
  2. Cambridge Journal Online — https://www.cambridge.org/core
  3. e-Duce Journals Scholary Collection-  https://read.dukeupress.edu/
  4. Eduard Elgar Publishing Journals and Development Studies e.books-   https://www.elgaronline.com/
  5. European respiratory Journal- https://publications.ersnet.org/content/erj
  6. Mathematical Sciences Publishers Journals – https://msp.org/
  7. Open Edition Journals- https://journals.openedition.org/
  8. Royal Society Journals Collection- https://royalsociety.org/journals/
  9. SAGE Journals-  https://journals.sagepub.com/
  10. The Company of Biologists Journals –  https://www.biologists.com/development/

 

Cambridge Journals Online   – მოიცავს ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების დარგებს: ასტრონომია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, ენათმეცნიერება, ფილოსოფია, პოლიტიკა, სამართალი, მენეჯმენტი, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ხელოვნება, მასმედია და კომუნიკაცია.

 

e-Duke Journals Scholarly Collection მოიცავს მიმართულებებს: ხელოვნების ისტორია, კულტუროლოგია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, გენდერი, საერთაშორისო, რეგიონალური და რელიგიური კვლევები, სოციოლოგიის თეორია.

 

 

Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books წარმოდგენილია ჟურნალები ჰუმანიტარული და ეკონომიკური მიმართულების შესახებ. წიგნები საჯარო და სოციალური მმართველობის, კორპორაციული მართვის, მიგრაციის, ინფრასტრუქტურის განვითარების,  ინტელექტუალური საკუთრების კვლევათა შესახებ.

 

 

 

European Respiratory Journal კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის მიმართულება – წარმოდგებილია სტატიები ბიოლოგიური, ეპიდემიოლოგიური, იმუნოლოგიური, ონკოლოგიური და სხვ. მიმართულებებით. ამ ეტაპზე ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი 12.339 შეადგენს

 

IMechE Journals – წარმოდგენილია გამომცემლობა SAGE-ის პლატფორმაზე. ჟურნალების ძირითადი მიმართულებაა მექანიკური ინჟინერია. საიმჟინრო მიმართულების ჟურნალები სხვადასხვა სფეროში.

 

 

 

Mathematical Sciences Publishers Journals – მოიცავს 17 რეფერირებად ჟურნალს მათემატიკისა და მისი მომიჯნავე დისციპლინების მიმართულებით, ძირითადი სფეროებია : მათემატიკა, მექანიკა, ინჟინერია

 

 

Openedition Journals – წარმოდგენილია ფრანგულენოვანი ჟურნალები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. აქვს ინგლისურენოვანი ინტერფეისიც. სტატიების მცირე რაოდენობა პარალელურად გამოქვეყნებულია ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და პორტუგალიურ ენებზე.

 

 

 

 

 Royal Society Journals Collection წარმოდგენილია: ბიოლოგიურ მეცნიერებები, ფიზიკა, მათემატიკა და მათი მომიჯნავე დისციპლინები.

 

 

 SAGE Premier – წარმოდენილია სამეცნიერო სტატიები ჰუმანიტარული, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მედიცინის სფეროდან.

ბიბლიოთეკა

ირმა ნოზაძე

ელ-ფოსტა: i.nozadze@alterbridge.edu.ge

ხათუნა ჩაჩუა

ელ-ფოსტა: K.chachua@alterbridge.edu.ge

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამუშაო საათები:

ორშაბათი – პარასკევი: 09:00 – 20:00
შაბათი: 10:00 – 15:00

ბიბლიოთეკა მუშაობს შესვენების გარეშე.