სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამაზე საბუთების მიღების პროცედურა

სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად პირმა უნდა წარმოადგინოს რექტორის სახელზე დაწერილ განაცხადთან ერთად შემდეგი დოკუმენტები:

  • 2026 წლისთვის ალტერბრიჯის მიმღები კომისიის წინაშე წარსადგენი შემაჯამებელი დოკუმენტი და მიზნის განაცხადი  (იხილეთ და შეავსეთ დოკუმენტი)

  • რექტორის სახელზე დაწერილი განაცხადი (იხილეთ ფორმა)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტი) ასლი
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი ან ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან (www.naec.ge )
  • CV/რეზიუმე
  • 2 ცალი ფოტოსურათი, ზომით 3X4 (სმ) და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
  • მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის)
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი ცნობა (eqe.ge).

თარიღები:

  • საბუთების მიღება – 18 აგვისტოდან 20 სექტმებრის ჩათვლით
  • გასაუბრება – 1 – 20 სექტემბრის ჩათვლით
  • გამოცდა ინგლისურ ენაში – 1-20 სექტემბერი
  • საბოლოო შედეგების გამოქვეყნება – 25 სექტემბერი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონი: 558 198 198

ელ-ფოსტა: info@alterbridge.edu.ge

მისამართი: ქ. თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი # 67

რექტორის სახელზე დაწერილი განაცხადი (იხილეთ ფორმა) და მოთხოვნილი დოკუმენტაცია შეგიძლიათ წარმოადგინოთ უნივერსიტეტში მისამართზე: ბაგები, წყნეთის გზატკეცილი, #67 ან გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე:  info@alterbridge.edu.ge

საბუთების წარმოდგენის შემდეგ წარმატებით უნდა გაიაროთ სკოლის მიმღები კომისიის მიერ დანიშნული ტესტი ინგლისურ ენაში და გასაუბრება.

ინგლისური ენის გამოცდის ნიმუში