ნაბიჯი პირველი – რა იქნებოდა თუკი…
ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის ტრენერად მიწვეული ნათია გოცაძე დაფიქრდა, თუ როგორ და რა გარემოში ჩაატარებდა ტრენინგს; როგორ შეარჩევდა მსმენელებს თავად და რას შესთავაზებდა…
ეს იყო პირველი „რა იქნებოდა თუკი…“, რომელიც მაშინ დაისვა კითხვად.
სულ მალე, 2012 წლის 17 დეკემბერს, PR აკადემიამ ფუნქციონირება დაიწყო.
გაივლის კიდევ რამდენიმე წელი და PR აკადემიის ლოგიკური გაგრძელება უმაღლესი სასწავლებელი გახდება, თუმცა ეს – მოგვიანებით.
ნაბიჯი მეორე – გაბედე
პირველი ლექცია PR აკადემიაში 2013 წლის თებერვალში ჩატარდა.
საზოგადოებასთან ურთიერთობის 4-თვიანი პროგრამა შედგენილი იყო ყველა იმ დეტალის გათვალისწინებით, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებს სჭირდებოდათ. ეს დეტალები PR აკადემიის მაშინდელი გუნდის სამუშაო გამოცდილებიდან შეგროვდა.
ნაბიჯი მესამე – ალტერადამიანები
PR აკადემიაში თავიდანვე ის ადამიანები შეიკრიბნენ, ვისაც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ზოგადად, კომუნიკაციების სფეროში, დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ.
მათი უმრავლესობა დღეს ალტერბრიჯის მთავარ გუნდს შეადგენს.
ისინი დასაწყისიდან დღემდე ჯერ PR აკადემიას, შემდეგ კი – უკვე „ალტერბრიჯს“ ედგნენ მხარში.
ნაბიჯი მეოთხე – გაზრდა გარდაუვალია
ახლადდაწყებულმა აკადემიამ სახელი მალე გაითქვა და სულ მალე, ადგილი და ადამიანური რესურსი აღარ იყო საკმარისი.
მათ ტრენინგებს მუდმივად ითხოვდნენ; პატარა აუდიტორია და რამდენიმე ტრენერი კი ვერ დააკმაყოფილებდა მსმენელთა გაზრდილ რაოდენობას.
განვითარებას და გაზრდას რისკებიც თან სდევდა. თუმცა PR-აკადემიამ გაფართოება გადაწყვიტა.
ნაბიჯი მეხუთე – სწავლის პროცესი დაუსრულებელია
ვისგან ისწავლა PR აკადემიამ და დღეს უკვე ალტერბრიჯმა?
▪ ტრენერებისგან, რომლებიც დღე და ღამეს ასწორებდნენ ახალი მიგნებების და საუკეთესო გამოცდილებების აღმოსაჩენად.
▪ მსმენელებისგან, რომლებიც მათგან მაქსიმუმს ითხოვდნენ.
▪ ადმინისტრაციული გუნდისგან, რომელიც ამ ყველაფრის გამართულად ფუნქციონირებაზე ზრუნავდა.
დღეს „ალტერბრიჯი“ უკვე PR-აკადემიისგან სწავლობს… სწავლის პროცესი კი დაუსრულებელია.
ნაბიჯი მეექვსე – მადლობა ნდობისთვის
ამ ფოტოზე საზოგადოებასთან ურთიერთობის პირველი პროგრამის მსმენელები არიან ასახული. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც გაბედეს და ენდნენ ახალ და მაშინ ჯერ კიდევ უცნობ ტრენინგ ცენტრს. გახდნენ ჩვენი კურსდამთავრებულები და გვასწავლეს საკუთარი თავის ნდობა.
ნაბიჯი მეშვიდე – პირველი ოფისი
ბარნოვის N90 იყო მისამართი, რომელიც PR აკადემიელების ახალი სახლის მისამართი გახდა. ამ პერიოდიდან იწყება კომუნიკაციის სფეროში PR აკადემიის პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა.
სწორედ ამ პერიოდში იქმნება და ყალიბდება ის ადმინისტრაციული გუნდი, რომელიც დღემდე, თითქმის უცვლელი სახითაა წარმოდგენილი უკვე ალტერბრიჯშიც.
ნაბიჯი მერვე – ალტერნატიული გზა
ეს ნაბიჯი PR აკადემიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ნათია გოცაძის იდეა, დაეფუძნებინა უნივერსიტეტი, უკვე მიზნად გადაიქცა და 2015 წელს საკუთარი ძალების გამოცდისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა – PR აკადემიამ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ორგანიზება დაიწყო.
Მაგისრანტების Პირველივე ნაკადის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – სწავლის პროცესშივე დაწყებული ბიზნესები, სწრაფი გარღვევა კარიერაში, უნიკალური სამეცნიერო კვლევები და სრული ტრანფორმაცია – ეს იყო აფეთქება, ინსპირაცია, ბიძგი..
და PR აკადემიის ცხოვრებაში ახალი, მთავარი ეტაპი დაიწყო – მზადება უმაღლესი სასწავლებლისთვის, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროს მიმართულებით იმუშავებდა და საქართველოში პირველად, უმაღლესი განათლების ბაზარზე პრაქტიკული სწავლების გამოცდილებით შემოვიდოდა.
ნაბიჯი მეცხრე – რა იქნება შემდეგ?
ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე სირთულე სდევდა თან. მოსაძიებელი იყო ნაკვეთი, სადაც განსაკუთრებული კონცეფციის მქონე უნივერსიტეტი აშენდებოდა; შენობის არქიტექტურა – რომელიც ალტერბრიჯის კონცეფციას ზუსტად უპასუხებდა.
Საკმაოდ დიდი სიძნელეების გადალახვა გახდა საჭირო იმისათვის, რომ ბაგებში, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში შერჩეული Ნაკვეთი ალტერბრიჯის საკუთრება გამხდარიყო. Თუმცა აქაც, მთავარი მოტივაცია იყო მიზანი და ადამიანები, ვისაც ამ მიზნის უპირობოდ სჯეროდათ.
„არე არქიტექტურას“ მიერ დაპროექტებული ლოფტის ტიპის შენობა თავისი დიზაინით იმეორებს სწავლის მთავარ პრინციპს: ის არასოდეს სრულდება, Ყველა ეტაპზე გიჩენს განცდას, რომ სრულყოფილია და ამავდროულად გაძლევს მოტივაციას არ გაჩერდე… კვლავაც და კვლავაც
ნაბიჯი მეათე – დამტკიცება
ამის შემდეგ დაიწყო უნივერსიტეტის ავტორიზაციის ხანგრძლივი გზა. ალტერბრიჯს უნდა დაემტკიცებინა, რომ ის ნამდვილად აკმაყოფილებდა ავტორიზაციის შეფასების პუნქტებს:
მისია, ხედვა, განვითარების სტრატეგია, სტრუქტურა, პროგრამები, პერსონალი, კვლევა, ინფრასტრუქტურა, რესურსები ეს იყო კრიტერიუმები, რომლებიც ალტერბრიჯს უნდა დაეკმაყოფილებინა და ამის დამტკიცებისთვის გუნდმა თითქმის 2 წლის განმავლობაში ყველა სხვა პრიორიტეტი გვერდზე გადადო.
შედეგი, რომელიც ალტერბრიჯმა მიიღო, უპრეცედენტო აღმოჩნდა ახალი უნივერსიტეტისთვის.
,,ავტორიზაციის სტანდარტებთან სრული შესაბამისობა და 6-წლიანი უპირობო ავტორიზაცია“ ეს იყო შეფასება, რომელიც PR აკადემიიდან ალტერბრიჯამდე მიმავალ ურთულეს გზაზე ალტერნატიულ ხიდად გაიდო.
ეს იყო დამტკიცება იმისა, რომ როცა მიზნის გჯერა, ყველაფერი შესაძლებელია.
ეს იყო საშვი, რომლითაც 2019 წლის დეკემბერში PR აკადემიამ თავისი სახელით, საქმით და ადამიანებით ახალი სიცოცხლე დაიწყო და არსებობა უკვე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწებულებაში – ალტერბრიჯში განაგრძო.
ნაბიჯი მეთერთმეტე – ალტერსტუდენტები
2020 წელს ალტერბრიჯმა, როგორც უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებამ, პირველად გამოაცხადა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მიღება .
კამპანია #გაბედე და გზავნილი #გახდიპირველიალტერბრიჯელი – ეს იყო მოტივაცია, რომლითაც ალტერბრიჯმა პირველი სტუდენტების რიგებში ყველაზე გაბედული ადამიანები შეარჩია.
ოქტემბერში, პირველმა მაგისტრანტებმა სწავლა დაიწყეს და ალტერბრიჯისგან საჩუქრად პირველი სასწავლო წლის სრული დაფინასება მიიღეს.
ეს ალტერბრიჯის პასუხია იმაზე, რომ ვერასოდეს გაიგებ რა იქნებოდა რომ.. თუ არ იმოქმედე და ნაბიჯი არ გადადგი.
ამიტომ ყოველთვის ჯობს გაბედო!
ალტერბრიჯი ასწავლის იმას, რაც თავად არის.
ნაბიჯი მეთორმეტე – ალტერ-2021
და რა იქნება 2021-ში? Წინ ახალი პერსპექტივები და დიდი გზაა..
ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება და გაბედული ნაბიჯებით გაგრძელდება.
ალტერბრიჯი ახალ აბიტურიენტებს მიიღებს. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მთავარი მიმართულება კვლავაც საზოგადოებასთან ურთიერთობა და სტრატეგიული კომუნიკაცია იქნება. დაიწყება ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის საერთაშორისო პროგრამა. ჩატარდება უამრავი ახალი და ასევე, უკვე კარგად აპრობირებული კურსი.
იქნება ცვლილებები, ინოვაცია და საუკეთესო შესაძლებლობები. ძლიერი გუნდი, უნიკალური გარემო, პროფესიული განვითარების კურსები, საჯარო შეხვედრები, საერთაშორისო პროგრამები, ალტერგრანტები, დასაქმების ახალი და ეფექტური მოდელები – ეს ყველაფერი მომავალ წელს ალტერბრიჯში დახვდებათ.
2021 წელი მთლიანად მიეძღვნება პიროვნული და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო შესაძლებლობის შექმნას.
ალტერბრიჯის მოგზაურობა კი აქ არ სრულდება.
გაგრძელება იქნება…