სტუდენტური დასაქმება
უნივერსიტეტ ალტერბრიჯისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შექმნას სტუდენტების დასაქმებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობები. აღნიშნულის გათვალისწინებით, თითოეული სასწავლო პროგრამა იქმნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნის მისაღებად.
ჩვენი ლექტორები მუშაობებენ სტუდენტების პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევების, ფსიქოლოგიური გაძლიერებისა და პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესებისთვის, რაც საბოლოოდ, მეტად თავდაჯერებულს ხდის ადამიანს და ეხმარება თვითრეალიზებაში.
დაგვეთანხმებით, რომ კონკურენტუნარიანი კადრებისთვისაც კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპი – სტაჟირებაა. სწორედ ეს არის კარიერული კიბის პირველი საფეხური. მოხარულები და ამაყები ვართ, რომ უნივერსიტეტ ალტერბრიჯს ჰყავს არაჩვეულებრივი პარტნიორები, რომელთა ხელშეწყობითაც, ნებისმიერი პროგრამის მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება მიიღონ გამოცდილება პრესტიჟულ ორგანიზაციებში. სტაჟირების ეტაპიდან შტატში მოხვედრამდე მანძილი საკუთარ მონდომებაზე გადის, რაც არაჩვეულებრივად აქვთ გააზრებული ჩვენს სტუდენტებს, შესაბამისად მაღალია დასაქმებულთა სტატისტიკა როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურზე.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პროგრამები მრავალმხრივ კარიერულ შესაძლებლობას იძლევა, მაქსიმალურად ვეცადეთ პარტნიორები სხვადასხვა სფეროდან მოგვეძიებინა და თითოეული სტუდენტისთვის საინტერესო მიმართულებით განვითარების პერსპექტივა შეგვექმნა. ამავდროულად, მუდმივად განსხვავებულია პოზიციები, რომელზეც ცხადდება სტაჟირებისა თუ დასაქმების ვაკანსია. განსაკუთრებით მონდომებული სტუდენტები კი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის რიგებში პოულობენ ადგილს.
მიუხედავად ამისა, ალტერბრიჯი არასოდეს ჩერდება. კარიერული წინსვლის დეპარტამენტი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას თანამშრომლობის ახალი მემორანდუმებისა და კიდევ უფრო მეტი სტუდენტის ხელშეწყობის მიმართულებით.
ადგილობრივი ორგანიზაციები/დაწესებულებები:
- შპს განათლების ევროპული ცენტრი
- სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
- სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- საქართველოს ადვოკათა ასოციაციის სასწავლო ცენტრი
- შპს ” მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი”
- ა(ა)იპ “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის”
- ა(ა)იპ იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი
- შპს ფაბლისითი ჯგუფი
- ჟურნალი “ბიზნესპოსტი”
- ჯეი ემ ჯი და პარტნიორები
- საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი
- ა(ა)იპ “მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე”
- ა(ა)იპ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია
- შპს ტექნო კრედიტ პლიუსი
- შპს მულტი კრედიტ პლიუსი
- შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კროს კრედიტი
- სპს “აკაკი ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი’’
- შპს ” პრაიმ სთადი”
- შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელი საქართველოში
- შპს “კავკასიის ავტოიმპორტი”
- შპს “ეიჩარ პროფესიონალთა გილდია”
საერთაშორისო პარტნიორები:
- Found trends creative management
- Warsaw school of management
- “Viamoda” college in Warsaw
- Center for international legal studies