სტრატეგიული კომუნიკაცია

სამაგისტრო პროგრამა

სტრატეგიული კომუნიკაცია

ალტერბრიჯის სამაგისტრო პროგრამა სტრატეგიული კომუნიკაცია გაძლევთ ფართო პროფილის აკადემიურ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას ორმხრივი სიმეტრიული კომუნიკაციის დასამყარებლად,  კონკრეტული საქმიანობის განსავითარებლად და ნდობის შესანარჩუნებლად.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ თქვენ იქნებით გრძელვადიან ხედვაზე ორიენტირებული საზოგადოებასთან ურთიერთობის  პროფესიონალი სტრატეგიული აზროვნების, ლიდერობისა და პასუხისმგებლობის კომპეტენციით.

პროგრამის სიძლიერეს წარმოადგენს გამოცდილებაზე დაფუძნებული კურიკულუმის სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც აკადემიურ დონეზე თეორიული ცოდნის მიღებას ეთმობა 40 %, დამოუკიდებელ მუშაობას (თეორია + პრაქტიკა) 20% და პრაქტიკულ სწავლებას 40%.  შინაარსი ლოგიკურად ებმის ერთი მხრივ, პრაქტიკის სასწავლო კურსით დარგობრივი კომპეტენციისა თუ ტრანსფერული უნარების გამყარებას, მეორე მხრივ, შესწავლილ საკვანძო საკითხებთან კორელაციით  სამაგისტრო ნაშრომის მომზადებას.

100% სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში ალტერბრიჯი სწავლას დაგიფინანსებთ ამავე ოდენობის შიდა  საუნივერსიტეტო გრანტით!

ფინანსური უპირატესობა რეგისტრაციის თარიღის მიხედვით:

აგვისტო – 1000 ლარიანი შიდა გრანტი

სექტემბერი – სრული ღირებულება: 4600 ლარი

დარეგისტრირდი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი
კოდი: 0414
პროგრამის მოცულობა: 120 ECTS

ღირებულება: 4600 ლარი
პროგრამის ხელმძღვანელები: მაკო ჯაოშვილი – PH D. პროფესორი

ნათია გოცაძე – PH.D. საჯარო მართველობის დოქტორი, პროფესორი

ნათია გოცაძე - ალტერბრიჯის რექტორი სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამის შესახებ

198 სტრატეგიული კომუნიკაცია

მიღების პირობები:

  • 2025 წლისთვის ალტერბრიჯის მიმღები კომისიის წინაშე წარსადგენი შემაჯამებელი დოკუმენტი და მიზნის განაცხადი 

  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (დიპლომი) ნებისმიერი სპეციალობით
  • გასაუბრება საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე
  • ინგლისური ენის B2 დონის ტესტი (ან დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტი) ასლი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან (www.naec.ge )
  • CV/რეზიუმე
  • სამოტივაციო წერილი
  • განცხადება რექტორის სახელზე
  • 2 ცალი ფოტოსურათი, ზომით 3X4 (სმ) და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
  • მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის)
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი ცნობა (eqe.ge).

თარიღები:

  • საბუთების მიღება – 25 აგვისტოდან 15 სექტმებრის ჩათვლით
  • გასაუბრება – 1 – 15 სექტემბრის ჩათვლით
  • გამოცდა ინგლისურ ენაში – 1-15 სექტემბერი
  • საბოლოო შედეგების გამოქვეყნება – 16 სექტემბერი

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:

სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამის მიზანი

სამაგისტრო პროგრამის მიზანია საფუძვლიანად შეგასწავლოთ რეპუტაციული მენეჯმენტის, მოლაპარაკების სტრატეგიებისა და ბრენდის მართვის თანამედროვე მიდგომები; გაიღრმავოთ ცოდნა ციფრული ტექნოლოგიების სტრატეგიული მართვის  მიმართულებით; კრიტიკულად შეაფასოთ სტრატეგიული კომუნიკაციით მისაღწევი / მიღწეული შედეგები. დაეუფლოთ სათანადო კომპეტენციას  მიზნობრივ აუდიტორიასთან საურთიერთობოდ შესაბამისი სტრატეგიების / სამოქმედო გეგმების შესამუშავებლად და  განსახორციელებლად.

მისაღწევი შედეგები და კომპეტენცია:

სწავლის შედეგად თქვენ გეცოდინებათ ინტერპერსონალური კომუნიკაციის ფსიქოლოგიური ასპექტების როლი სტრატეგიულ მართვაში და რეპუტაციულ გადაწყვეტილებებსა თუ ნდობის შენარჩუნებაზე გავლენის მომხდენი ფაქტორები; განსაზღვრავთ სოცმედია მარკეტინგის და ანტიკრიზისული კამპანიის მიზნებს. სათანადო კომპეტენციის გამყარებით შეძლებთ შეიმუშავოთ საერთო ინტერესებზე მორგებული სტრატეგია ან/და კრიზისზე  დროული რეაგირების სოცმედია კამპანია; სტრატეგიულად შეარჩევთ კონკრეტულ საკომუნიკაციო არხებს. შეაფასებთ და არგუმენტირებულად დაასაბუთებთ საკომუნიკაციო კამპანიით მისაღწევ შედეგებს. გასაჯაროვებელ ინფორმაციას წარმოაჩენთ ფაქტებზე დაყრდნობით, კორექტულად და მიუკერძოებლად.

დასაქმების სფერო:

თქვენ შეგიძლიათ უხელმძღვანელოთ / იყოთ მრჩეველი საჯარო / კერძო სექტორში თუ არასამთავრობო ორგანიზაციაში, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტს, საზოგადოებასთან ურთიერთობის / მარკეტინგის სამსახურს, ლობირება გაუწიოთ / მართოთ პოლიტიკური კამპანიები. ასევე შეძლებთ სწავლა გააგრძელოთ უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

სასწავლო კურიკულუმი

დარგის ძირითადი სასწავლო კურსები:

  • მოლაპარაკების სტრატეგიები
  • სტრატეგიული კომუნიკაცია
  • რეპუტაციული მენეჯმენტი
  • ბრენდის მართვა
  • ინტერპერსონალურიკომუნიკაცია
  • სტრატეგიული მართვის საფუძვლები
  • მარკეტინგული კომუნიკაციის სტრატეგიები
  • ციფრული ტექნოლოგიების სტრატეგიული მართვა

კვლევითი კომპონენტის სასწავლო კურსები:

  • აკადემიური წერა PR პრაქტიკაში
  • კვლევითი მეთოდები სტრატეგიულ კომუნიკაციაში

 

პრაქტიკის კურსი:           

  • საკომუნიკაციო კამპანიები

დარგის არჩევითი სასწავლო კურსები:

  • მარკეტინგი და სამართალი
  • მედია კომუნიკაციები
  • ორგანიზაციული ლიდერობა
  • სარეკლამო სტრატეგიები
  • პერსონალური ბრენდინგი და კრეატიულობა
  • საზოგადოებრივი აზრი და გავლენის სტრატეგია
  • პოლიტიკური კომუნიკაციის სტრატეგია
  • მომხმარებლის ქცევის სტრატეგია
  • სოციალური მედია და ანტიკრიზისული კამპანიები

თავისუფალი კომპონენტი:

  • თანამედროვე მენეჯმენტი
  • პროექტების მართვა

სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის კატალოგი