უნივერსიტეტი ალტერბრიჯი ახალი ალტერნატიული სივრცეა ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე, რომელიც წარმოადგენს ხიდს განათლებიდან დასაქმებამდე და კარიერულ წინსვლამდე.

ალტერბრიჯი 2018 წელს დაარსდა საკონსულტაციო-სატრენინგო ცენტრ ,,PR აკადემიის” მიერ, რომლის 7 წლიანი წარმატების ისტორია უკავშირდება ზოგადი მენეჯმენტის, სტრატეგიული კომუნიკაციის, ორგანიზაციული კვლევების, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით კორპორაციული/ ინდივიდუალური ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების განხორციელებას, მენტორინგისა და საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფას.
ალტერბრიჯი ეს არის მოტივირებულ ადამიანთა ერთობლიობა, რომელმაც იცის როგორ მიაღწიოს მიზანს და როგორ დამუხტოს სხვები თვითრეალიზებისთვის.
ალტერბრიჯის თანამედროვე დიზაინის შენობა განთავსებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რაც უზრუნველყოფს ხელსაყრელ პირობებს ინოვაციური მიდგომებით სწავლების, სამეცნიერო-შემოქმედებითი კვლევისა და პიროვნული თუ პროფესიული ზრდა-განვითარებისათვის.
2021 წლიდან ალტერბრიჯი და ნანა ჩაჩუას ფსიქოლოგიური ცენტრი „ეგზისტენციალური ანალიზისა და ლოგოთერაპიის საერთაშორისო საზოგადოებასთან“ (GLE International) ერთობლივი თანამშრომლობით იწყებენ ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე უნიკალურ საერთაშორისო სასწავლო პროგრამას ეგზისტენციალური ანალიზი და ლოგოთერაპია, რომლის ავტორია ცნობილი ფსიქოთერაპევტი, ეგზისტენციალური ანალიტიკოსი, მედიცინისა და ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი (ავსტრია) ალფრედ ლენგლე.
ალტერბრიჯის კვლევითი ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი „თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები“, რომლის მეორე ნომერი 2021 წლის გაზაფხულზე გამოვა. აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევარების კვლევითი საქმიანობის წარმოჩენის მიზნით ალტერბრიჯმა უკვე ჩაატარა რამდენიმე საგანმანათლებლო ფორუმი და ვებინარი. მომდევნო წლის დასაწყისში დაგეგმილია მასშტაბური საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია “სტრატეგიული კომუნიკაცია დღეს: არსებული სირთულეები და შესაძლებლობები”.
მისია
უნივერსიტეტი ალტერბრიჯი არის პროგრესული საგანმანათლებლო სივრცე და ქმნის პიროვნული და პროფესიული თვითრეალიზების საუკეთესო შესაძლებლობებს. ალტერბრიჯი უზრუნველყოფს კვლევისა და ცოდნის მიღების ხელმისაწვდომ პირობებს, აძლიერებს სტუდენტებს პრაქტიკული უნარებითა და ლიდერული კომპეტენციებით. პასუხობს შრომის ბაზრის გამოწვევებს, ამზადებს მომავლის პროფესიონალებს და ხელს უწყობს საზოგადოების მდგრად განვითარებას.
ხედვა
2031 წლისთვის „ალტერბრიჯი“ არის მაღალი ცნობადობის და რეპუტაციის მქონე უნივერსიტეტი, რომელიც:
- აერთიანებს პროგრესულ აკადემიურ მიდგომებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ განათლებასა და ეთიკურ ღირებულებებს;
- ქმნის ინკლუზიურ და ინოვაციურ სასწავლო სივრცეს, რომელიც პასუხობს შრომის ბაზრის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს;
- ხელს უწყობს ლიდერების, ცვლილებების ინიციატორებისა და პასუხისმგებლიანი მოქალაქეების აღზრდას, რომლებიც წარმატებით ერგებიან გლობალური სამყაროს გამოწვევებს და ქმნიან მდგრად, ცოდნაზე დაფუძნებულ საზოგადოებას.
ღირებულებები
ღირებულებები:
-
- პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა
- ურთიერთნდობა და გუნდურობა
- საჯაროობა და გამჭვირვალობა
- ეთიკა და სამართლიანობა
- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და პატრიოტიზმი
- აკადემიური თავისუფლება
- უწყვეტი განვითარება
ქართული
English
