me da xe

ოლღა ცისკარიშვილი-სოსელია

ასოცირებული პროფესორი

ოლღა (ოლიკო) ცისკარიშვილი-სოსელია ჟურნალისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი.  არის მრავალი სერთიფიკატისა და დიპლომის მფლობელი. ოცზე მეტი მედია კონკურსის გამარჯვებული. 30 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში, მათ შორის წამყვან თანამდებობებზე.

2011 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში. (კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტი, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. თბილისის ღია უნივერსიტეტი, ლექცების კურსი: სოციალური საკითხების გაშუქება მედიაში, ახალი მედია, ფოტოჟურნალისტიკა, ჟურნალისტიკის შესავალი, სოციალური საკითხების გაშუქება მედიაში პრაქტიკული სამუშაოები, ეკონომიკის საკითხების გაშუქება).

არის  გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“ დამფუძნებელი და დირექტორი.

გამოცემული აქვს წიგნები: 1999 . `ნაწვიმარი სტრიქონების გზა~;

2005 . ავტორი პუბლიცისტური კრებულის `დაიღალა ჩემი ქალაქი~

2008 . ავტორი დოკუმენტური რომანისდასავლეთ ევროპის ელდორადო, ანუ როცა მზე ვერ ათბობს ქვეყანას“;

2011 . ავტორი `ფოტოჟურნალისტიკის საწყისები~;

2014 . გამომცემლობა კლიო – “საქართველოს 100 კურორტი” (ფოტოების ავტორი);

2014 . ავტორი „მედიაში სოციალური საკითხების გაშუქების ელემენტები.

2016 . ავტორი „ჟურნალისტიკის შესავალი“;

2017 . „საქართველოს ასი ბუნების საოცრება“-ში შესულია ფოტოები. გამომცემლობაკლიო“.

2017 . ავტორი „ჟურნალისტის გზამკვლევი სოციალური საკითხების გაშუქებისას“. გამომცემლობასაქართველოს აკადემიური გამომცემლობა“;

2018 . მთარგმნელი ოშო რაჯნიშისცარიელი ნავი“. „საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“.

2018 . საქართველოს ბუნებისა და მატერიალური კულტურის 100 ძეგლი. გამომცემლობაკლიო“. წიგნში შესულია ფოტოები.

2019 წ. ავტორი – ჟურნალისტიკის შესავალი (გადამუშავებული მეორე გამოცემა) საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“;

2019 წ. ავტორი „ჟურნალისტის გზამკვლევი სოციალური საკითხების გაშუქებისას“. (გადამუშავებული მეორე გამოცემა); გამომცემლობასაქართველოს აკადემიური გამომცემლობა“;

2019 წ. ავტორი პოეტური კრებული „კესანები მარტოობის ქალაქში“; გამომცემლობა „საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“.

2020 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „სიცოცხლე და სიკვდილი“ ; გამომცემლობა „საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“;

2020 წ. ავტორი „თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია“. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“’

2020 წ. ავტორი ფოტოჟურნალისტიკა; გამომცემლობა „საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“.

2021 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „შეშლილის ჩანაწერები“. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა.“

2021 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „ბუდა: გულის სიცარიელე“. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა.“

2021 წ. ავტორი ლექსების კრებული „მზეს ველოდები“; გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“;

2021 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „ზარატუსტრა: გზა აღმასვლისკენ“; გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.

2021 წელი. ავტორ-შემდგენელი „სოციალური მედია და მარკეტინგი“. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.

2021 წელი. მთარგმნელი ოშოს „ზარატუსტრა: მოცეკვავე ღმერთი.“

წლების განმავლობაში ასევე მუშაობდა სხვადასხვა გამოცემებზე რედაქტორად.

 

დაბეჭდილი აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი.

 

ასევე ჩატარებული აქვს ტრენინგები და აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

სხვა წევრები