demo_image

დავით მაღლაფერიძე

ასოცირებული პროფესორი

დაიბადა თბილისში 1980 წლის 1 მაისს. 1997 წელს დაამთავრა ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიის ტელე-რადიო ჟურნალისტიკისა და რეჟისურის ფაკულტეტი. 1997 წელსვე ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტ „აჭარაში“ ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რომელიც 2002 წელს წარჩინებით დაამთავრა. 2017 წელს ჩააბარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე, 2019 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „კრიზისების გაშუქების ფსიქო-სოციალური ასპექტები ქართულ მედიაში“ და მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. 

1997 წლიდან მუშაობდა: „დილის გაზეთი“ – კორესპოდენტის პოზიციაზე, 2005 წლიდან რადიო „მწვანე ტალღაში“ – საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე, 2006-2009 წლებში „რადიო იმედში“ – დილის გადაცემის წამყვანად, 2009-2012 წლებში „რადიოქალაქში“ – წამყვანად, 2012 წელს „ფოლკრადიოში“ – მაუწყებლობის დირექტირის თანამდებობაზე, 2015 წლიდან კი „რადიო იმედის“ პროგრამების დირექტორია. 2015 წლიდან, „თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში“ კითხულობდა ლექციებს: ტელე-რადიო პროგრამირება და რადიოჟურნალისტიკა. 

არის USAID ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის პოექტ „აგრითოქის“ ავტორი და პროდიუსერი. 

 

პუბლიკაციები და კონფერენციები: 

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში „საისტორიო ვერტიკალები“ „ტერორიზმის გაშუქების თავისებურებები მედიაში“; სამეცნიერო ჟურნალ „სემიოტიკაში“ „სემიოტიკური თამაშები: რა როლს თამაშობს მედია კრიზისების გაშუქებაში – აღრმავებს თუ აგვარებს“; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში „განათლება“ „კრიზისები და მედიის გავლენა საზოგადოებაზე“. მიღებული აქვს მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციაში თემით: თავისუფლების სემიოტიკა. ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი, სემიოტოკის კვლევითი ცენტრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა, ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი GAU. საერთაშორისო კონფერენცია და თემა: 12 International Conference on POLITICAL ECONOMY – Inpacts of COVID 19 on Societes and Economies. Turkey- ICOPEC 2021. 

არის რამდენიმე სასწავლო გამოცემის რედაქტორი და ფლობს არაერთ სერტიფიკატსა თუ ჯილდოს ჟურნალისტიკაში. 

სხვა წევრები