ნათია გოცაძე რექტორი

ნათია გოცაძე – საჯარო მმართველობის დოქტორი (Ph.D.), პროფესორი, უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ დამფუძნებელი და რექტორი. ექსპერტი, ტრენერი და კონსულტანტი 20-წლიანი გამოცდილებით – კორპორაციული კომუნიკაციების, სტრატეგიული განვითარების და ორგანიზაციული მენეჯმენტის სფეროში.

განათლება:

· საჯარო მმართველობის დოქტორი — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

· ჰუმანიტარულ მეცნიერებების მაგისტრი — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

· ბაკალავრი ჟურნალისტიკაში — ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტი.

 

აკადემიური საქმიანობა:

· მრავალრიცხოვანი სამეცნიერო კვლევების, სახელმძღვანელოების და რიდერების ავტორობა, მათ შორის: „სტრატეგიული კომუნიკაციის როლი ინფორმაციულ ერაში“, „საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები“, „ეფექტური კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა საჯარო მოხელეებისთვის“;

· სტრატეგიული კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინტერპერსონალური კომუნიკაციისა და ორგანიზაციული ქცევის კურსების სწავლება;

· კვლევები შრომისა და განათლების ბაზრის ურთიერთქმედების შესახებ, რომლებიც ინტეგრირებულია უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარების დოკუმენტში;

· საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში ჩართულობით;

· კონსულტანტი და ბიზნეს ტრენერი სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორში.

პროფესიული ინტერესები:

· სტრატეგიული კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა;

· საჯარო მმართველობა და ორგანიზაციული ქცევა;

· შრომისა და განათლების ბაზრის ურთიერთქმედების კვლევა;

· კორპორაციულ კომუნიკაციები და ორგანიზაციული კულტურა;

· პიროვნული განვითარება.

ნათია გოცაძე არის ალტერბრიჯის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოების წევრი, მრავალი სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელი და რეცენზენტი. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემებში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა: n.gotsadze@alterbridge.edu.ge