მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯის სტუდენტებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტის ინიციატივით, 2021 სასწავლო წელს, დაარსდა კლუბური სისტემა. სტუდენტური კლუბების ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა ინტერესის და მიმართულების მქონე სტუდენტებისთვის შესაბამისი კლუბების შექმნა და აქტივობების, ღონისძიებების ხელშეწყობა.  

    აღნიშნული კლუბური სისტემა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სტუდენტების სოციალურ, ინტელექტუალურ, კულტურულ და პროფესიულ განვითარებაში. კონკრეტული კლუბები ხელს შეუწყობს სტუდენტთა პიროვნულ ზრდას, ლიდერული თვისებების გამომუშავებასა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. კლუბური სისტემის მეშვეობით, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაერთიანდნენ საერთო იდეების გარშემო, რომელიც აერთიანებს სტუდენტებს, მათ მოსაზრებებსა და ინოვაციურ იდეებს. უნივერსიტეტი ალტერბირჯი ხელს უწყობს სტუდენტებს, მათი იდეების განხორციელებაში.  

 

როგორ შეიძლება სტუდენტური კლუბის რეგისტრაცია? 

სტუდენტური კლუბების რეგისტრაცია/გაუქმება ხდება, უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის დეპარტამენტთან შეთანხმების საფუძველზე. კლუბის რეგისტარცია ხდება შესაბამისი განცხადების შევსების საფუძველზე, აღნიშნული განცხადების განხილვისა და დადასტურების შემდეგ ხდება კლუბის რეგისტრაცია.  

დამფუძნებელთა მინიმალური რაოდენობა სტუდენტური კლუბის ჩამოსაყალიბებლად – 3 სტუდენტი.  

კლუბის რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა

 

რა უპირატესობები აქვს კლუბის რეგისტრაციას? 

  • კლუბის სახელით თემატურ ღონისძიებებში/პროექტებში მონაწილეობის მიღება; 
  • კლუბის სახელით საგრანტო პროექტებში მონაწილეობის მიღება;  
  • უნივერსიტეტის სახელით წარდგენის უფლება ღონისძიებებზე;  
  • საორგანიზაციო პროცესებში ხელშეწყობა უნივერსიტეტის მხრიდან;  
  • კამპუსის სივრცის გამოყენება (წინასწარი შეთანხმების საფუძველზე); 
  • უნივერსიტეტის ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენების შესაძლებლობა; 
  • დაფინანსების მიღების შესაძლებლობა;

 

რეგისტრირებული კლუბი ვალდებულია: 

  • მოახდინოს კოორდინაცია უნივერსიტეტთან, წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია დაგეგმილ ღონისძიებებთან და გაწერილ პროგრამასთან დაკავშირებით; 
  • კლუბში ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით სემესტრულად მიაწოდოს ინფორმაცია უნივერსიტეტს; 
  • ჩაერთოს ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში (საჭიროების შემთხვევაში); 
  • წინასწარ შეათანხმოს სტუდენტებთან ურთიერთობის და კარიერული განვითარების ცენტრთან პროექტებში მონაწილეობის შესახებ ინიციატივა; 

მაკო ჯაოშვილის წიგნის: “ცხოვრება, როგორც პერფორმანსი” პრეზენტაცია ალტერბრიჯში

3 ივნისს, უნივერსიტეტმა ალტერბრიჯმა უმასპინძლა მაკო ჯაოშვილის, ალტერბრიჯის ვიცე-რექტორისა და პოზიტიური ფსიქო-კონსულტანტის წიგნის: “ცხოვრება, როგორც პერფორმანსი” პრეზენტაციას. საღამოს უძღვებოდა უნივერსიტეტ ალტერბრიჯის დამფუძნებელი – ნათია გოცაძე. პრეზენტაციის ფარგლებში, მაკო ჯაოშვილი მკითხველებს …

ორბელიანი საქართველოს ტრენინგი და ალტერბრიჯის SDG კლუბის პრეზენტაცია

2022 წლის 2 ივნისს, უნივერსიტეტ ალტერბრიჯში გაიმართა SDG კლუბისა და Orbeliani Georgia ორბელიანი საქართველო-ს მიერ ორგანიზებული ტრენინგი თემაზე – “სოციალური პროექტები და დაფინანსების შესაძლებლობები.” სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს, უნივერსიტეტის საქმიანობა და …

ალტერბრიჯის ბიზნეს ლაბორატორია

  მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯის სტუდენტური კლუბების სისტემის ფარგლებში, 2021 წელს, დაარსდა სტუდენტური კლუბი – ალტერბრიჯის ბიზნეს ლაბორატორია.      კლუბის დამფუძნებლები არიან ალტერბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტები: მათე წულაია, …