მ.ადამაშვილი – ფოტო (2)

მარიამ ადამაშვილი

ასოცირებული პროფესორი

მარიამ ადამაშვილი

· ჟურნალისტი, დოკუმენტალისტი,

· სოციალური მეცნიერებების დოქტორი;

· აუდიო–ვიზუალური ხელოვნების მაგისტრი;

· საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუს ასისტენტ–პროფესორი

პროფესიული განვითარების მიზნით, გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი ლონდონსა და თბილისში. ლონდონის კინო აკადემიის მიწვევით, მონაწილეობდა დოკუმენტური ფილმების მომზადების მეთოდების შესახებ ემის ლაურეტ სერგეი მიროშნიჩენკოსა და BBC-ს დოკუმენტური მიმართულების აღმასრულებელ პროდიუსერ საშა მიროზოეფის სემინარში.

არის ლონდონის კინოაკადემიის კურსდამთავრებული, სადაც გაიარა პრაქტიკული კურსი თემაზე: დოკუმენტური კინოს საფუძვლები.

აქვს ქართულ მედიაში პრაქტიკული მუშაობის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება. ტელეკომპანია TV-3–ის ეთერში ახორციელებდა საავტორო სატელევიზიო პროექტს – „ეპოქა და ადამიანი“, 10.12.2019-დან დღემდე კი მედია–კავშირი ობიექტივის ბაზაზე უძღვება საავტორო სატელევიზიო პროექტს – „ზეციური მთიები“, რომლის ასევე ავტორი, რეჟისორის და პროდიუსერია.

19.05.2015-დან დღემდე შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე

სამეცნიერო სტატიებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია – „მედიის როლი პოლიტიკური კრიზისის ვითარებაში, საქართველო 2003-2013“, რომლის პრეზენტაციას პირველად დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო აზიურმა საზოგადოებამ უმასპინძლა ლონდონში. წიგნის წარდგენა ლონდონის შემდეგ გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბიბლუსის გალერეაში.

საავტორო სატელევიზიო ციკლური გადაცემების („ეპოქა და ადამიანი“ და „ზეციური მთიები“) ფარგლებში მომზადებული 40მდე დოკუმენტური ფილმის ავტორი და რეჟისორია, რომლებიც არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა მთავარი პრიზით, მათ შორის, მართლმადიდებლური ფილმების IX საერთაშორისო ფესტივალზე – “პოკროვ-კინო” (კიევი, უკრაინა) “მონასტრული ცხოვრების სილამაზის გადმოცემისათვის” საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა დოკუმენტური ფილმისთვის „სამთავროს დედათა მონასტერი“.

ქართული დიასპორის თხოვნითა და დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოს ზენონის ლოცვა-კურთხევით, დოკუმენტური ფილმების – „სამთავროს დედათა მონასტერი“ და „ცასწავალა (გოდერძი ჩოხელი)“ პრეზენტაცია გაიმართა ლონდონში, დიდი ბრიტანეთის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარში და ასევე დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში.

სხვა წევრები