1. ბეჭდური საბიბლიოთეკო რესურსები

მკითხველს უფლება აქვს ისარგებლოს წიგნის გატანის შემდეგი ვადებით:

 

სახელმძღვანელო – I სემესტრი (თუ ბიბლიოთეკაში არის შესაბამისი რაოდენობა);

სახელმძღვანელო 1-7 დღე ( თუ ბიბლიოთეკაში არ არის შესაბამისი რაოდენობა);

მხატვრული ლიტერატურა 1 თვე;

სხვა სახის ლიტერატურა 14-30 დღე;

 

  1. ციფრული კოლექციები

უნივერსიტეტის ციფრული  კოლექციებზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალისთვის.

 

  1. ბიბლიოთეკათშორისო სერვისი

ბიბლიოთეკა მკითხველებს სთავაზობს ბიბლიოთეკათშორის სერვისს, რომელიც გულისხმობს სხვა დონორი ბიბლიოთეკიდან იმ ლიტერატურის მოტანას რომელიც ჩვენი ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში არ მოიპოვება.

ბიბლიოთეკათშორისი სერვისით სარგებლობისთვის ავსებთ წიგნის შეკვეთის  ფორმას. წიგნის მონაცემებს ვავსებთ იმ ენაზე, რომელ ენაზეც გვსურს რომ წავიკითხოთ. (წიგნის სათაური; ავტორი).

მოტანილი წიგნით სარგებლობა შესაძლებელია  ადგილზე,

მკითხველს უფლება აქვს ბიბლიოთეკათშორისი სერვისის ფარგლებში ერთდროულად შეუკვეთოს არაუმეტეს 5 წიგნი.

მკითხველი შეკვეთილი წიგნის ხელმისაწვდომობაზე ინფორმაციას და შესაბამის მასალას იღებს არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

პარტნიორი ბიბლიოთეკების კატალოგები:

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა -https://www.nplg.gov.ge/geo/home

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა – http://www.sciencelib.ge/

 

  1. საკონსულტაციო საათი ბიბლიოთეკართან

მიიღეთ პერსონალური სამეცნიერო კონსულტაცია ბიბლიოთეკარისგან ინტერნეტით ან ადგილზე, ბიბლიოთეკის სამუშაო საათებში.

აკადემიური პერსონალისთვის კონსულტაცია ეფექტურია სასწავლო კურსის დაწყებამდე, რათა დროულად მოხდეს სასწავლო კურსისათვის საჭირო ძირითადი და დამატებითი ლიტერატრით ბიბლიოთეკის უზრუნველყოფა.

 

  1. რიდერის დამზადება

ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს რიდერების დამზადებას, როგორც ელექტრონული, რომელის განთავსდება  ბიბლიოთეკის პლათფორმაზე , ისე ბეჭდური სახით, რომელიც ხელმისაწვდომიი ქნება  ბიბლიოთეკის სამკითხველო სიცრცეში.