უნივერსიტეტ ალტერბრიჯის საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია“ შეესაბამება თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს და აერთიანებს აკადემიურ და გამოყენებით ცოდნას. პროგრამა მიზნად ისახავს, მოამზადოს თანამედროვე ხედვისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე სპეციალისტი, რომელსაც ექნება საჭირო კვალიფიკაცია ფსიქოლოგიის სფეროში არსებული გამოწვევებისა და ძირითადი ამოცანების იდენტიფიცირების, აგრეთვე ფსიქიკური პროცესების შეფასებისა და ანალიზისთვის.
პროგრამა შექმნილია ადგილობრივი და უცხოური უნივერსიტეტების გამოცდილებისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე და ითვალისწინებს შრომის ბაზრისა და დამსაქმებელთა მოთხოვნებს. დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, ან გააგრძელონ სწავლა მაგისტრატურის საფეხურზე.

დაშვების წინაპირობა
ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების ატესტატის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, უნივერსიტეტში სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პროგრამის მიზანია
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების განვითარება, რაც უზრუნველყოფს მათ კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე და მომზადებას მომავალი პროფესიული და აკადემიური გამოწვევებისთვის.
პროგრამა კურსდამთავრებულს შესძენს ფსიქოლოგიის მეცნიერების დარგში თანამედროვე და ფართო ცოდნას, გააცნობს ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებაში არსებულ ფუნდამენტურ და გამოყენებით ცოდნას, განუვითარებს კვლევით, კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნების უნარებს და აღჭურავს პროფესიული ეთიკის პრინციპებით. ამასთან, პროგრამა ამზადებს სტუდენტს სწავლის გაგრძელებისთვის მაგისტრატურის საფეხურზე.
სწავლის შედეგები და კომპეტენციები
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის შედეგებად კურსდამთავრებული:
- აფასებს ფსიქოლოგიური თეორიების ძირითად პრინციპებსა და მიდგომებს.
- ხსნის ფსიქოლოგიური პროცესების მექანიზმებს ინდივიდუალურ და სოციალურ დონეზე.
- განსაზღვრავს ფსიქოლოგიური კვლევების როლს თანამედროვე გამოწვევების გადაჭრაში.
- კლასიფიცირებს ფსიქოლოგიის ძირითად მიმართულებებს და მათი გამოყენების შესაძლებლობებს.
- იყენებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკული სიტუაციების გადაწყვეტისას.
- ახორციელებს მცირე მასშტაბის კვლევით პროექტებს და ამუშავებს რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებს აკადემიური სტანდარტების შესაბამისად.
- ხსნის და ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებებს აკადემიურ და პროფესიულ გარემოში.
- ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას ეთიკის ნორმების დაცვით და პასუხს აგებს მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
- აფასებს და დამოუკიდებლად განავითარებს საკუთარ ცოდნასა და პროფესიულ უნარებს, ადგენს შემდგომი სწავლის საჭიროებებს.
დასაქმების სფერო
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, ასევე გამოიყენოს მიღებული ცოდნა მომიჯნავე სფეროებში დასაქმებისთვის.
მიღებული თეორიული და პრაქტიკული მომზადება კურსდამთავრებულს საშუალებას აძლევს, დასაქმდეს საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, ადამიანური რესურსების მართვისა და კვლევითი ხასიათის ორგანიზაციებში, ან გააგრძელოს პროფესიული განვითარება მაგისტრატურის საფეხურზე.
განმახორციელებელი პერსონალი
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მდგრადობას უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალი, ასევე პრაქტიკული გამოცდილებისა და კომპეტენციის მქონე მოწვეული სპეციალისტები. პროგრამაში ჩართული არიან ფსიქოლოგიის დარგის დოქტორები და პროფესორები, რომლებიც სტუდენტებს სთავაზობენ თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებულ განათლებას.
მათი ცოდნა და გამოცდილება სტუდენტებს ეხმარება როგორც თეორიული საფუძვლების გაღრმავებაში, ისე კვლევითი, კომუნიკაციური და პროფესიული უნარების განვითარებაში.
კურიკულუმი:
- აკადემიური წერა და კეთილსინდისიერება
- ქართული ენა
- ინფორმაციული ტექნოლოგიები და გენერაციული ხელოვნური ინტელექტი
- ინგლისური ენა A1
- ინგლისური ენა A2
- ინგლისური ენა B1
- ინგლისური ენა B2
- ლიდერული კომუნიკაცია
- დარგობრივი უცხო ენა ფსიქოლოგებისათვის
- სტატისტიკური მეთოდები ფსიქოლოგიაში 1
- სტატისტიკური მეთოდები ფსიქოლოგიაში 2
- რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
- თვისებრივი კვლევის მეთოდები
- ფსიქოლოგიის საფუძვლები 1
- ქცევის ბიოლოგიური საფუძვლები
- ფსიქოლოგიის ისტორია და თანამედროვე მიმართულებები
- ფსიქოლოგიის საფუძვლები 2
- განვითარების ფსიქოლოგია 1
- სოციალური ფსიქოლოგია 1
- განვითარების ფსიქოლოგია 2
- განათლების ფსიქოლოგია
- კოგნიტური ფსიქოლოგია 1
- სოციალური ფსიქოლოგია 2
- მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება SPSS-ის გამოყენებით
- კოგნიტური ფსიქოლოგია 2
- პიროვნების ფსიქოლოგია 1
- პიროვნების ფსიქოლოგია 2
- კლინიკური ფსიქოლოგიის საფუძვლები
- შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია
- ექსპერიმენტული ფსიქოლოგია
- პრაქტიკა
- საბაკალავრო ნაშრომი
ქართული
English