ბიზნესის ადმინისტრირება

საბაკალავრო პროგრამა

ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი პროგრამა)

უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა  ბიზნესის ადმინისტრირება ეფუძნება უმაღლესი განათლების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სწავლებას. იგი ორიენტირებულია, მოამზადოს შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი კურსდამთავრებულები, რომლებიც იქნებიან კონკურენტუნარიანი კადრები, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.

ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამა დაფუძნებულია შრომის ბაზრის მოთხოვნებზე. სასწავლო კურსები მაქსიმალურად ითვალისწინებს, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ კომპონენტს.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს მიღებული ცოდნისა და უნარების რეალიზებასა და  საკუთარი ბიზნეს იდეის განხორციელებას.

ბიზნესის ადმინისტრირება

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
სფეროს დასახელება და კოდი: 0413 მენეჯმენტი და ადმინისტრირება
პროგრამის ხელმძღვანელი: თეონა მაისურაძე -ასოცირებული პროფესორი, დოქტორი
ღირებულება:

  • ქართველი სტუდენტებისთვის – 5900 ლარი
  • საერთაშორისო სტუდენტებისთვის –  4000 $

დაინტერესებული პირები, გთხოვთ დარეგისტრირდეთ აღნიშნულ

ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი სასწავლო  პროგრამის მიზანია:

  • მოამზადოს ფართო დარგობრივი ცოდნის მქონე სპეციალისტი, რომელიც იცნობს ბიზნესის ადმინისტრირების თანამედროვე ტენდენციებსა და უახლეს გამოცდილებას,  ცვალებად გარემოშიკი მზადაა შეივსოს საჭირო ცოდნა.
  • კურსდამთავრებულს განუვითაროს სამეწარმეო უნარები, რათა მას ჰქონდეს შესაძლებლობა, ბიზნესის სამართლებრივი და ეთიკური ჩარჩოების გათვალისწინებით, ჩამოაყალიბოს და მართოს  მოგებაზე ორიენტირებული ბიზნეს საქმიანობა.
  • აღჭურვოს კურსდამთავრებული ყველა საჭირო უნარით, რათა მან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს და წვლილი შეიტანოს ორგანიზაციაში მიმდინარე ბიზნესპროცესების განვითარებაში, ასევე, შეძლოს პასუხისმგებლიანად შეასრულოს მცირე პროექტები.
  • კურსდამთავრებულს განუვითაროს და დაუხვეწოს კომუნიკაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენების  უნარი,  შეგროვილი ინფორმაციიდან აზრის გამოტანის, ასევე საკუთარი პოზიციის მკაფიოდ და ნათლად ზეპირი და წერილობითი სახით ჩამოყალიბების უნარი სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან ურთიერთობისას.

სწავლის შედეგები და კომპეტენციები:

ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის შედეგები:

კურსდამთავრებული:

  1. აღწერს და განმარტავს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებების და ბიზნეს პროცესების ძირითად ასპექტებს, იცნობს სამეწარმეო საქმიანობის თანამედროვე ტენდენციებს, ჩამოთვლის ბიზნეს გადაწყვეტილებებისათვის აუცილებელ გარემოებებს და გადმოსცემს მათ მნიშვნელობას ორგანიზაციის ეფექტიანი მმართველობისათვის.
  2. ერთმანეთისაგან განასხვავებს ეკონომიკურ გარემოში მომქმედ აგენტებს, ადარებს და უპირისპირებს სხვადასხვა ხელსაყრელ თუ ხელისშემშლელ გარემოებებს, განჭვრეტს გარემოს ცვლილების შესაძლო ეფექტს ბიზნესზე და მონაწილეობას იღებს ეფექტიანი მმართველობისათვის/სამეწარმეო საქმიანობისათვის საჭირო ცვლილებების შეფასებაში.
  3. საკუთარი ბიზნეს იდეის განხორციელებისათვის/ ბიზნეს გეგმის შედგენისათვის  შეისწავლის საუკეთესო პრაქტიკას, მომხმარებელთა მოთხოვნებსა და სამიზნე ბაზარს, ადგენს ფინანსურ, მარკეტინგულ გეგმას და სამართლებრივი ჩარჩოების და ეთიკური ნორმების გამოყენებით აყალიბებს შესაბამის საკომუნიკაციო გეგმას.
  4. ორგანიზაციის/საწარმოს ოპტიმიზაციისა და რესურსების ეფექტიანად გამოყენებისათვის,  ახდენს ცვალებად ბიზნეს გარემოზე დაკვირვებას, აგროვებს და ახარისხებს მონაცემებს და ამის საფუძველზე ამზადებს ცვლილებების რეკომენდაციებს, როგორც საკუთარი ბიზნესის, ასევე, არსებული ორგანიზაციის საქმიანობის გაუმჯობესებისათვის.
  5. ორგანიზაციის სტრატეგიიდან გამომდინარე შეიმუშავებს საპროექტო გეგმას, გეგმავს ფინანსურ, მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს და ორგანიზაციის პოლიტიკისა და შიდა კულტურის მიზნების საფუძველზე ხელმძღვანელობს და აფასებს შესრულებულ საქმიანობას.
  6. ეთიკური ნორმების დაცვით, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მართვის უახლესი მეთოდების გამოყენებით ახორციელებს სამიზნე ჯგუფებთან სათანადო და გამართულ კომუნიკაციას წერილობით და ზეპირად.

დაშვების პირობა

იზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების ატესტატის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების (ინგლისურ ენაში მინიმუმ 60 ქულის მიღების) საფუძველზე. ერთიანი ეროვნული  გამოცდების გარეშე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“, მუხლი 52).

  • პროგრამაზე სწავლის აუცილებელი წინაპირობაა B2 დონის ფლობა.
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • სკოლის დამამთავრებელი მოწმობის ასლი
  • წვევამდელის მოწმობა (ვაჟებისთვის)
  • ფოტო (3X4);
  • ინგლისური ენის ცოდნის დიპლომი/სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) IELTS (min 5.5) TOEFL (PBT min 87,
  • CBT min 227 points) CAE (B2)

დასაქმების სფერო:

ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლო სფეროებს წარმოადგენს  სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო სექტორშიი სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციები (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ორგანიზაციები, საწარმოები, ბიზნეს სტრუქტურები).

პროგრამის შედეგად შეძენილი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების შედეგად, კურსდამთავრებული დაიკავებს სპეციალისტის და/ან საშუალო რგოლის მენეჯერის პოზიციას და პრაქტიკულად განახორციელებს შესაბამის პროფესიულ ფუნქციებს საორგანიზაციო-მმართველობით, ადმინისტრაციულ-სამეურნეო, საინფორმაციო-ანალიტიკური მიმართულებით. კურსდამთავრებული შეძლებს ჩაერთოს სამეწარმეო საქმიანობაში.

ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის კატალოგი

სასწავლო კურიკულუმი

  • ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები
  • ბიზნეს ინგლისური
  • კალკულუსი ბიზნესისათვის
  • მენეჯმენტის საფუძვლები
  • ბიზნეს კომუნიკაცია
  • მიკროეკონომიკა
  • მარკეტინგის საფუძვლები
  • ბიზნესის სამართლებრივი გარემო
  • მოლაპარაკებების თეორია და პრაქტიკა
  • ბიზნეს სტატისტიკა
  • ფინანსების საფუძვლები
  • მეწარმეობის საფუძვლები
  • მაკროეკონომიკა
  • კორპორაციული მდგრადობა
  • მცირე და საშუალო ბიზნესის მართვა
  • ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები
  • მომხმარებელთა ქცევა
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • ორგანიზაციული განვითარება
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისის მენეჯმენტი
  • პროექტის მართვა
  • ლიდერობის საფუძვლები
  • ბიზნეს კვლევის მეთოდები
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები
  • საერთაშორისო ბიზნესის მართვა
  • საგადასახადო საქმის საფუძვლები
  • ეთიკა და ღირებულებები
  • ოპერაციათა მართვა
  • გლობალური ეკონომიკა
  • მარკეტინგული კვლევა
  • რეკლამირება და სოციალური მედია
  • გუნდური მუშაობა და ინტერპერსონალური უნარები
  • კარიერის მართვა
  • საგარეო ვაჭრობა და ვაჭრობის პოლიტიკა
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები
  • ფინანსური მენეჯმენტი
  • ონლაინ ბიზნესი
  • ბიზნეს სტრატეგიის პრინციპები
  • მომსახურების მარკეტინგი
  • დაზღვევის საფუძვლები
  • მიწოდების ჯაჭვის მართვა
  • ხარისხის მართვა
  • ცვლილებათა მართვა
  • საცალო ვაჭრობა
  • გაყიდვების მართვა
  • აუდიტის საფუძვლები
  • აკადემიური წერა და კეთილსინდისიერება
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • ეფექტანი წარდგენის ტექნიკა