სამაგისტრო პროგრამები

მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი “ალტერბრიჯი”

უნივერსიტეტ ალტერბრიჯის” სამაგისტრო პროგრამები უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლებისას მოიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და პრაქტიკულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას.

სამაგისტრო პროგრამის მიზანია ბაკალავრიატის ხარისხის მქონე ნებისმიერ პირს მისცეს სიღრმისეული აკადემიური ცოდნა და სათანადო პრაქტიკული უნარები შესაბამისი კვალიფიკაციით დასაქმებისთვის. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება მაგისტრის  აკადემიური ხარისხი დარგის, ქვედარგის/სპეციალიზაციის მიხედვით.

Სამაგისტრო პროგრამაზე კრედიტების ჯამური რაოდენობა შეადგენს 120 ECTS (European Credit Transfer and Accumulation System).

სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის, ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისა და კონკრეტული პროგრამით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე.

შტაინბაისის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიიღებიან ევროპაში აღიარებული მოთხოვნათა გათვალისწინებით, ეროვნული გამოცდების გარეშე, კონკრეტული პროგრამით დადგენილი წესის შესაბამისად.