უნივერსიტეტ ალტერბრიჯის მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა შედგენილია მასკომუნიკაციის დარგის უახლესი მოთხოვნების გათვალისწინებით.ის მოიცავს როგორც თეორიული,ასევე პრაქტიკული და ტექნოლოგიური ცოდნა-უნარების შეძენას.
პროგრამის დასრულების შემდეგ შენ შეძლებ:
– ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვას და ინიცირებას;
– სარეკლამო კამპანიების შემუშავებას და განხორციელებას;
– ინფორმაციის შექმნას,რედაქტირებას და გავრცელებას უახლესი ტექნოლოგიებით;
– შენ იქნები კარგი სტრატეგი ნებისმიერი კომპანიიისთვის, ორგანიზაციისთვის და შეძლებ ამოცანებიდან გამომდინარე ბრენდის სწორ პოზიციონირებას
-
- მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის წლიური ღირებულებაა 4900 ლარი, პროგრამის პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში მიიღებთ 20%–იან დაფინანსებას.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს მომდევნო სასწავლო სემესტრის განმავლობაში ექნება მაღალი აკადემიური მოსწრება, შეძლებს აღნიშნული გრანტის შენარჩუნებას.
- მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის მეორე პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში, ისარგებლე 10%-იანი ფასდაკლებით.

I am text block. Click edit button to change this text. Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის მიზანი
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია:
- შესძინოს კურსდამთავრებულს მასობრივი კომუნიკაციის ძირითადი მიმართულებების, პრინციპების, ფუნქციების და სპეციფიკის აკადემიური ცოდნა.
- ჩამოუყალიბოს ლოგიკური მსჯელობის, დასაბუთებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის დროს.
- აღჭურვოს თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისა და სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმაზე მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევებით.
- ჩამოუყალიბოს პროფესიული საქმიანობის განხორციელების უნარი საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობისა და ეთიკური პრინციპების დაცვით.
- მისცეს დამოუკიდებლად საკუთარი სწავლისა და პროფესიული საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობა.
სწავლის შედეგები და კომპეტენციები
ცოდნა და გაცნობიერება
- აღწერს მასობრივი კომუნიკაციის თეორიებსა და კონცეფციებს. განსაზღვრავს კომუნიკაციის ფორმასა და შინაარსს.
უნარები
- არჩევს და ახარისხებს აქტუალურ თემებს. იძიებს ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან(დოკუმენტებიდან, მონაცემთა ბაზებიდან, სოც.ქსელებიდან და სხვა).
- აანალიზებს მოძიებულ მასალას და ამოწმებს წყაროს სანდოობას, ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას, იღებს გადაწყვეტილებას და გამოაქვს სათანადო დასკვნები.
- მუშაობს ტრადიციულ და ონლაინ მედიაში. დამოუკიდებლად ქმნის და არედაქტირებს ინფორმაციას მედიის ყველა პლატფორმისთვის. აწვდის კონტენტს ციფრულ გარემოში სასურველ აუდიტორიას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
- მსჯელობს არგუმენტირებულად, უკუკავშირზე დაყრდნობითაანალიზებს ინფორმაციას და წარადგენს ზეპირი/წერილობითი ფორმით ქართულ/ინგლისურ ენებზე.
- ახდენს მულტიდისციპლინურ გარემოში სწრაფ ადაპტირებას. მიმოიხილავს საკითხებს კომპლექსურად და მუდმივად ივითარებს კომპეტენციებს.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
- იყენებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას მედიის სამართლებრივი ჩარჩოს გათვალისწინებით. საკუთარი საქმიანობის წარმართვისას მოქმედებს პროფესიული ეთიკის პრინციპების დაცვით. იღებს პირად პასუხისმგებლობას პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას.
- დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკუთარი სწავლის საჭიროებებს.
დასაქმების სფერო:
თანამედროვე მასკომუნიკაციის საშუალებები: ბეჭდური მედია,რადიო, ტელევიზია,ინტერნეტმედია;საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახური;პრესცენტრი;საინფორმაციო და სარეკლამო სააგენტოები; მარკეტინგული კომპანიები;მედიისადაკომუნიკაციის სფეროშიმომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები; საჯარო დაწესებულებების, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახური.
- მასკომუნიკაციის შესავალი
- კომუნიკაციის უნარები
- პროფესიული ეთიკა
- ციფრული მედიაწიგნიერება
- მასობრივი კომუნიკაციის თეორიები
- საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები
- ახალი ამბების გაშუქება
- მულტიმედია ტექნოლოგიები
- ფოტოხელოვნება
- ბეჭდური მედია
- მედიასამართალი
- ვიდეოგადაღების და მონტაჟის ხელოვნება
- აუდიო თხრობა
- ქოფირაითინგი
- დარგობრივი ინგლისური
- ტელემედია
- სოციალური კვლევის მეთოდები
- მედიის კვლევის მეთოდები და დიზაინი
- ციფრული მედია და კომუნიკაცია
- ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები
- პროფესიული პრაქტიკა
- საბაკალავრო ნაშრომი
- ამბის თხრობის ხელოვნება
- სოცმედია მარკეტინგი
- შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება
- კრეატიული კომუნიკაცია
- საჯარო გამოსვლის ხელოვნება
- მედიაპროდიუსინგი
- ინტერკულტურული კომუნიკაცია
- პოლიტიკური კომუნიკაცია
- კრიზისების კომუნიკაცია
- ფსიქოლინგვისტიკის საფუძვლები
- საარჩევნო პროცესების საინფორმაციო უზრუნველყოფა
- ქართული ჟურნალისტიკის ისტორია
- კულტურის საკითხების გაშუქება
- ეკოლოგიური საკითხების გაშუქება
- ეკონომიკის საკითხების გაშუქება
- სპორტის ჟურნალისტიკა
- სოციალური საკითხების გაშუქება
- რეკლამა
- მედიასთან ურთიერთობა
- ანალიტიკური ჟურნალისტიკა
- კინო დოკუმენტალისტიკა
- მარკეტინგული კამპანიები
- მედიაფსიქოლოგია
- მასობრივი კომუნიკაციის ნეირომეცნიერება
- მედიის ეფექტები
- მობილური ჟურნალისტიკა
- არქეტიპული კომუნიკაცია
- იმიჯი და რეპუტაცია
- მედიამონიტორინგი
- მედიაკრიტიკა
- ინფორმაციული ტექნოლოგიები
- აკადემიური წერა და კეთილსინდისიერება
- ეფექტიანი წარდგენის ტექნიკა
- სახელმწიფო ენა/სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი
- უცხო ენები
- დამარწმუნებელი კომუნიკაცია და მოლაპარაკების ტექნიკები
- საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვის თანამედროვე მეთოდები
ქართული
English