ლალი გიგაური (1)

ლალი გიგაური

ასისტენტი

ლალი გიგაური გახლავთ ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი ტურიზმის მარკეტინგის მიმართულებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. იგი 2016 წელს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა აშშ-ში, Texas A&M უნივერსიტეტში, როგორც მიწვეული მკვლევარი.

ლალი გიგაურს გააჩნია აკადემიური მოღვაწეობის 10 წლიანი გამოცდილება, კერძოდ უძღვება სხვადასხვა სალექციო კურსებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინგლისურ და ქართულ ენებზე;  იგი ასევე მუშაობდა განათლების მენეჯმენტის სფეროში საერთაშორისო პროექტების და სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით. იგი სხვადასხვა დროს როგორც ექსპერტი ჩართული იყო საერთაშორისო პროექტებში, კერძოდ, TEMPUS CASEDE “სტუდენტთა კარიერული მომსახურების განვითარება საქართველოში” და აზიის განვითარების ბანკის პროექტი “კარგი სამუშაო ადგილები ინკლუზიური განვითარებისათვის”; გაუწია ორგანიზება 3 საერთაშორისო კონფერენციას.

აკადემიური მოღვაწეობის პარალელურად, ლალი გიგაური 2017 წლიდან ჩართულია კერძო ბიზნესში, შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით კომპანიაში Georgia Holiday,  Uniglobe Global Partner.

2021 წლიდან ლალი გიგაურს უკავია ასისტენტის აკადემიური პოზიცია მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში ,,ალტერბრიჯი”.

სხვა წევრები