ნინო გამხარაშვილი
ნინო გამხარაშვილი 2019 წლიდან მუშაობს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში (EPRC) პროგრამის კოორდინატორად. მას საქართველოში კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორისაა იურიდიული კომპანია „ღვინაძე და პარტნიორები” და სს „თიბისი ბანკი“. ნინო 7 წლის განმავლობაში საჯარო სექტორში, კერძოდ კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სხვადასხვა პოზიციებზე მუშაბოდა.
ნინო აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პროცესში და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განვითარების პროცესში. ნინოს აქვს გამოცდილება საექსპორტი ბაზრების კვლევისა და შესაბამისი რეკომენდაციებისა და რჩევების შემუშავების. იგი ასევე, მუშაობდა პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის სრულყოფასა და გაუმჯობესებაზე.
ნინო ასევე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი და უძღვება კურსს „საგარეო ვაჭრობა და ვაჭრობის პოლიტიკა“.
ნინო სრულყოფილად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.