პროფესორ სასკია სასენის წიგნი – “განდევნები” ქართულ ენაზე
9 მარტს, ალტერბრიჯსა და Harvard University Press – ს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ალტერბრიჯი ქართულ ენაზე თარგმნის და გამოსცემს პროფესორი სასკია სასენის წიგნს „განდევნები“ (Saskia Sassen – Expulsions). წიგნი 2015 წელს დაიბეჭდა და მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი.
ქართული თარგმანის გამოცემა აპრილის ბოლოს იგეგმება. წიგნი თარგმნა ალტერბრიჯის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ჭანტურიამ.
სასკია სასენი კოლუმბიის უნივერსიტეტის და ლონდონის ეკონომიკური სკოლის პროფესორია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მკვლევარია თანამედროვე სამეცნიერო სამყაროში.
„ლეგენდა“ – როგორც მას ფრედრიკ გერტენმა უწოდა.
ალტერბრიჯის და სასკია სასენის თანამშრომლობა წელიწადია გრძელდება და ამ თანამშრომლობის ფარგლებში შედგა ორი საინტერესო ონლაინ საუბარი, სასკია სასენსა, გიორგი ჭანტურიასა და გოგიტა ჭანტურიას შორის, რომელთა ნახვის შესაძლებლობაც სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში 2021 წელს დაგეგმილია სასკია სასენის კიდევ ერთი წიგნის თარგმნა ქართულ ენაზე
და ასევე სხვა აქტივობები.