ბურგერ კინგის ქეისი
სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები რეპუტაციულ მენეჯმენტსა და კრიზისების მართვას შეისწავლიან.
კრიზისის მართვა განსაკუთრებით აქტუალურია ციფრულ სამყაროში.
2021 წლის 8 მარტს, სწრაფი კვების ერთ–ერთმა წამყვანმა ქსელმა Burger King-მა ორაზროვანი მილოცვა განათავსა ოფიციალურ Twitter გვერდზე:
“ქალების ადგილი – სამზარეულოშია“
მესიჯბოქსი მიუღებელი აღმოჩნდა მომხარებლისთვის და სასწრაფო წესით მოითხოვეს დისკრიმინაციული სტატუსის წაშლა სოც. ქსელიდან. პროტესტის ტალღა კიდევ უფრო გაიზარდა დღის მანძილზე და კომპანიის რეპუტაციას სერიოზული ჩრდილი მიადგა.
დღის ბოლოს, Burger King-მა მორიგი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ბოდიში მოუხადა საზოგადოებას არასწორი გზავნილისთვის და აღნიშნა, რომ ამ ფორმით სურდათ ხაზგასმა იმ ფაქტისთვის, რომ გაერთიანებულ სამეფოში მზარეულთა მხოლოდ 20% არის ქალი. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბურგერ ქინგი სპეციალურ სტიპენდიებს დააწესებს კულინარიის მიმართულებით სწავლის მსურველი ქალებისთვის. გზავნილის ბოლოს ვკითხულობთ We will do better next time.
კრიზისის მართვის შესაძლებლობა მნიშვნელოვანი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისთვის. გამოიმუშავეთ ეს და სხვა მნიშვნელოვანი პროფესიული უნარები #ალტერბრიჯის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. გახდით მომავლის #აზრისლიდერი და რეპუტაციული მენეჯმენტის კვალიფიციური კადრი.