სტრატეგიული კომუნიკაცია დღეს: არსებული სირთულეები და შესაძლებლობები
მიმდინარე წლის 19-20 მარტს, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია თემაზე – სტრატეგიული კომუნიკაციები დღეს: სირთულეები და შესაძლებლობები.
აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მიმდინარე პანდემიის პირობებში. კიდევ ერთხელ, ნათლად გამოჩნდა კომუნიკაციის სტრატეგიული ფუნქცია საჯარო თუ კერძო სექტორში. მეორე მხრივ, გამოიკვეთა საინტერესო გამოწვევები და ის შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებას სფეროს თანამედროვე მიდგომები გვთავაზობს.
თემატურ სექციებად ჩაშლილი ღონისძიება მიზნად ისახავდა აკადემიური პერსონალის, ახალგაზრდა მკვლევრების და პრაქტიკოსი სპეციალისტების ჩართულობით კვლევებზე დაფუძნებული შედეგების განხილვა სადისკუსიო ფორმატში და საერთაშორისო გამოცდილების ერთმანეთისთის გაზიარება.