ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
მოხარულები ვართ გაგაცნოთ სიახლე. კავკასიის უნივერსიტეტსა და მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმება მიზნად ისახავს საერთაშორისო სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და განვითარებას. ასევე, შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, სტუდენტების კვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბებასა და მათ მაქსიმალურ ჩართულობას კვლევით საქმიანობაში.