უნივერსიტეტ ალტერბრიჯსა და სკოლა “კანდიდს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სასიამოვნო სიახლე!
2022 წლის 30 მაისს, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯსა“ და კერძო სკოლა „კანდიდს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
უნივერსიტეტ ალტერბრიჯისა და სკოლა „კანდიდის“ მიზანია, განათლების მიმართულებით ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, რომლებიც მიმართულია საგანმანათლებლო პოტენციალის ამაღლებისაკენ, რაც ჩვენს ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთონ სხვადახვა სახის აქტივობებში და გახდნენ ჯანსაღი თაობის წარმომადგენლები.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ისეთი საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას, სადაც აქტიურად ჩაერთვებიან სკოლა „კანდიდის“ მოსწავლეები და ალტერბრიჯის სტუდენტები.
აღნიშნული ღონისძიებები ახალგაზრდებს დაეხმარება მომავალი პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პიროვნულ განვითარებაში.