უნივერსიტეტი ალტერბრიჯი ზუგდიდში ახალგაზრდებს ეწვია
22 მაისს, ალტერბრიჯის უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდობის სასახლის, ახალგაზრდული სათათბიროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში.
ზუგდიდის სკეიტ-პარკში მთელი დღის განმავლობაში ახალგაზრდების მონაწილეობით სხვადასხვა სახალისო, შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა.
ქ. ზუგდიდის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა და აბიტურიენტებმა ღონისძიებაზე წარმოდგენილ საუნივერსიტეტო ხეივანში, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის გუნდის წევრებისგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ალტერბრიჯის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, საერთაშორისო პროექტებსა და სპეციალურად მათთვის არსებულ საშეღავათო პირობებზე.
აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტებმა გამოიყენეს ალტერბრიჯის საგრანტო შეთავაზება, რამდენიმე აბიტურიენტმა წარმატებით გაიარა გასაუბრება და გახდნენ ალტერგრანტის მფლობელები!
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ალტერბრიჯის გათამაშებაში, გამარჯვებულებს კი გადაეცათ უნივერსიტეტის ბრენდირებული საჩუქრები.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ბენდი – “LOUDspeakers”
უნივერსიტეტი ალტერბრიჯი მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს