ალტერბრიჯის მასტერკლასი სკოლის დირექტორებისთვის
ოცდამეერთე საუკუნის თანამედროვე მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დგას. მრავალფეროვანმა გამოწვევებმა და პანდემიურმა ვითარებამ საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ჩვენს გარემოსა და ყოველდღიურობაზე.
პანდემიით გამოწვეული კოლოსალური ცვლილებების, ეკონომიკური გარემოსა და კერძო/საჯარო სექტორების კრიზისული მდგომარეობის ფონზე, აუცილებელი გახდა, უმოკლეს დროში ახალი სტრატეგიების შემუშავება და მათთან უმტკივნეულო ადაპტირება. მაშინ, როდესაც პანდემიამ განსაკუთრებული ზიანი მიაყენა სასკოლო განათლებას და ასევე შიდა მენეჯმენტს, გადავწყვიტეთ აღნიშნული ვითარების ფონზე, ამ პროცესის დასაძლევად გამოვიყენოთ თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპები იცხაკ ადიზესის მეთოდოლოგიის მიხედვით.
Adizes-ის მეთოდოლოგია ორგანიზაციული ტრანსფორმაციისთვის კორპორაციებს, მთავრობებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს აწვდის იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც მათ სჭირდებათ შედეგების მისაღწევად.
სწორედ ამ უნიკალური მეთოდოლოგიის გაცნობა მოხდა 15 მაისს, უნივერსიტეტ ალტერბრიჯში, სადაც მონაწილეებმა მიიღეს შესაძლებლობა, შემდგომში მოახდინონ ამ მეთოდების დანერგვა საკუთრ სამუშაო გარემოში.
შეხვედრას უძღვებოდნენ ტრენერები:
ნათია გოცაძე – საჯარო მმართველობის დოქტორი (Ph.D.), პროფესორი. უნივერსიტეტ “ალტერბრიჯის”დამფუძნებელი და რექტორი. კომუნიკაციის ექსპერტი, ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი. მრავალწლიანი გამოცდილება ორგანიზაციულ მართვასა და მენეჯმენტში. 15 მაისს, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ უმასპინძლებს სკოლის დირექტორებს აღნიშნულ ღონისძიებაზე.
რესან ქიქავა– სს „გამოფენების ცენტრის“ დირექტორი, 2010-2013 წლებში რესანი მუშაობდა ქ. ლონდონში (დიდი ბრიტანეთი), ერთ-ერთ საერთაშორისო ტრეიდერულ კომპანიაში, რომელშიც ეკავა რისკების მენეჯერისა და შემდეგ – გენერალური დირექტორის თანამდებობა.