სამაგიდო თამაშის „პანდემიიდან სიმშვიდემდე“ პრეზენტაცია ალტერბრიჯში
2022 წლის 16 მაისს, 17:00 საათზე, უნივერსიტეტ ,,ალტერბრიჯში’’ გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ მოხალისისა და თანასწორ-განმანათლებლის, თეიმურაზ ხოჯაშვილის მიერ შექმნილი სამაგიდო თამაშის „პანდემიიდან სიმშვიდემდე“ პრეზენტაცია.
პრეზენტაციის ფარგლებში, თამაშის ავტორმა მონაწილეებს გააცნო მისი წესები და რამოდენიმე მათგანი ჩაერთო აღნიშნულ სამაგიდო თამაშში.
კრეატიული სამაგიდო თამაში UNICEF-ისა და USAID-ის მხარდაჭერით შეიქმნა. თამაში მოხალისეებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ მოზარდს დაეხმარება ჰიგიენასთან დაკავშირებით პრობლემების გააზრებასა და მათი გადაჭრის გზების შემუშავებაში.