უნივერსიტეტ ალტერბრიჯსა და YATA Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
2022 წლის 31 მაისს, უნივერსიტეტ ალტერბრიჯს, “ProActive Group Georgia”-სა და „საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდულ ასოციაცია YATA Georgia -ს“ შორის სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
მხარეთა უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს განათლების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება.
ამასთანავე, YATA Georgia მზადაა, წლის განმავლობაში ალტერბრიჯის რამდენიმე სტუდენტი აიყვანოს სტაჟირებაზე, რომლებიც შეძლებენ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე სტატიების გამოქვეყნებას, ამასთანავე, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის რეკომენდაციით, ჩაერთონ YATA Georgia -ს მიერ ორგანიზებულ უფასო პროექტებში.
ალტერბრიჯის უნივერსიტეტისა და YATA Georgia -ს მჭიდრო თანამშრომლობით დაგეგმილია საინტერესო საგანმანათლებლო პროექტები.