PR ფორუმი: „სტრატეგიული კომუნიკაცია ბრენდის მართვაში“
22 ნოემბერს, უნივერსიტეტ ალტერბრიჯში გაიმართა PR ფორუმი:
„სტრატეგიული კომუნიკაცია ბრენდის მართვაში“
ფორუმის მიზანი იყო, დამსწრე აუდიტორიას გაეცნო ინოვაციური მიდგომები კომუნიკაციის სფეროში და მისი როლი:
ბიზნესში
ბრენდინგში
მარკეტინგში
ორგანიზაციული ცვლილებების მართვაში
მომხსენებლები იყვნენ:
ალექს ჩიქოვანი, ალტერბრიჯის ლექტორი, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტოს “LIVE დამფუძნებელი
ქეთი ჯაოშვილი- სარეკლამო კომპანია ედვენის თანადამფუძნებელი და CEO
თამთა კალანდაძე – მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო კლიპარტის ბიზნესის განვითარების მენეჯერი
ფორუმის ფასილიტატორი: მაკო ჯაოშვილი – ალტერბრიჯის პროფესორი PhD, კომუნიკაციის ექსპერტი, ალტერბრიჯის კვლევითი საქმიანობის ცენტრის ხელმძღვანელი.
შეხვედრის დასასრულს, სხვადასხვა ბიზნესის დამფუძნებლებმა/თანადამფუძნებლებმა გაგვიზიარეს მათი ბრენდის წარმატების გზა:
სანდრო თავხელიძე-კომპანია ,,ვემპლერის” დამფუძნებელი.
ნინო ჭყონია- ,,ფაფანაკის” დამფუძნებელი და მთავარი დიზაინერი.
მაკო ცირეკიძე – ,,სკიჯის სახლის” თანადამფუძნებელი.
ფორუმის პარტნიორმა ორგანიზაციებმა კი ჩვენი მსმენელები დაასაჩუქრეს მათი ბრენდირებული ნივთებით.