ალტერბრიჯი პირველ ქართულ ციფრულ ღონისძიებაზე!
#1ქართული ციფრული მარკეტინგული ღონისძიება
19 ნოემბერს, Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi-ში გაიმართა ნომერ პირველი ქართული ციფრული მარკეტინგული ღონისძიება, რომლის ოფიციალური მხარდამჭერიც იყო ალტერბრიჯი!
სამიტს ესწრებოდა 400მდე პირი. ღონისძიებაზე გამომსვლელთა შორის იყვნენ დარგის წამყვანი, ციფრული სამყაროს ექსპერტები, რომლებმაც ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
- ციფრული მარკეტინგი
- ელექტრონული კომერცია
- ბრენდ დიზაინი
- კონტენტ მარკეტინგი
- ინფლუენსერ მარკეტინგი
ალტერბრიჯი ღონისძიებაზე დამსწრეებს სპეციალური აქტივობებითა და სიურპრიზებით დახვდა, მადლობა თითოეულ თქვენგანს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის!