ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის – საჯარო გამოსვლის ჩემპიონატი
საჯარო გამოსვლის ჩემპიონატი “ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” დასრულდა!
11-12 ნოემბერს ალტერბრიჯში ჩატარდა საჯარო გამოსვლის ჩემპიონატი, პროექტი განხორციელდა ალტერბრიჯის პარტნიორი ორგანიზაცია ProActive group georgia– სთან თანამშრომლობის ფარგლებში. კონკურსი აერთიანებდა გამორჩეული ლიდერული უნარ-ჩვევების მქონე, მონდომებულ 16 -19 წლის ახალგაზრდებს.
კონკურსში გამოვლინდა სამი გამარჯვებული:
ნინო რუხაია
ნინო გაფრინდაშვილი
ლუკა ტუღუში
თითოეულ გამარჯვებულს, ალტერბრიჯისგან გადაეცა სხვადასხვა პრიზი და ორენოვანი სერტიფიკატი.
მადლობა ჩვენს მონაწილეებს საინტერესო მოხსენებებისთვის!