კონფერენცია აკადემიური კეთილსინდისიერებისა და დისტანციური სწავლების შესახებ
23 ივნისს, ქალაქ ბათუმში ჩატარდა ღონისძიება აკადემიური კეთილსინდისიერებისა და დისტანციური სწავლების შესახებ.
ყოველწლიური კონფერენციის დაარსების იდეა გაჩნდა „ERASMUS+“–ის საგრანტო პროექტის ,,აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში – ,,INTEGRITY“ ფარგლებში.
კონფერენციის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა პროექტის ადგილობრივი პარტნიორების მიერ აკადემიურ კეთილსინდისიერების დაცვასთან დაკავშირებული გამოცდილებისა და პრაქტიკის სხვებისთვის გაზიარება.
ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ისეთი აქტუალური საკითხების შესახებ, როგორიცაა:
„სტუდენტების მოტივაცია დისტანციური სწავლების პირობებში“
„რა ფაქტორებმა მოახდინეს გავლენა სტუდენტების მოტივაციაზე კოვიდ-19 პანდემიის დროს?“
„თვითგანსაზღვრება (თვით-დეტერმინაცია) და მოტივაცია“.
ღონისძიებაზე, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის მხრიდან, მიწვეული სპიკერი იყო ალტერბრიჯის ხარისხის განვითარების სამსახურის უფროსი – მარიამ დარბაიძე, რომელმაც ისაუბრა აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების განვითარებაზე ახალ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
სპეციალურად ღონისძიებისთვის, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის მარკეტინგის გუნდისა და ხარისხის სამსახურის დეპარტამენტის მიერ შეიქმნა ვიდეო-რგოლი სახელწოდებით #არაპლაგიატს!