ალტერბრიჯმა საჯარო სამსახურის კვირეულის ფარგლებში, უმასპინძლა ღონისძიებას: „კეთილსინდისიერება და ანტიკორუფციული მექანიზმები საჯარო სამსახურში“
2022 წლის 22 ივნისს, უნივერსიტეტმა ალტერბრიჯმა საჯარო სამსახურის კვირეულის ფარგლებში, უმასპინძლა ღონისძიებას: „კეთილსინდისიერება და ანტიკორუფციული მექანიზმები საჯარო სამსახურში“.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საინტერესო დისკუსიები, სადაც საერთაშორისო ასპარეზზე მომუშავე პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა ისაუბრეს რეფორმის მიმდინარეობის პროცესში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა კეთილსინდისიერება, ციფრული მმართველობა, კიბერუსაფრთხოება, ანტიკორუფციული მექანიზმები, პროფესიული განვითარება და სხვა.
ღონისძიების მომხსენებლები:
ელენ ვიხმანი – დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში, საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის პროგრამების ხელმძღვანელი.
ანა ჩერნიშოვა – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში.
ეკატერინე ქარდავა – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი
მაია დვალიშვილი – ბიუროს უფროსის მოადგილე
ჰარი ვან ბოქსმეერი – ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტი
ნათია გოცაძე – უნივერსიტეტ ალტერბრიჯის დამფუძნებელი და რექტორი
თამთა კაჭკაჭიშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს კორუფციის პრევენციის სამსახურის უფროსი
მარიამ მაისურაძე – კვლევის ხელმძღვანელი, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი
ნინო გამისონია – The SecDev Foundation
იოჰანეს ვერნერი – EU Twinning Project
ჰანს რიგერი – გერმანიის საჯარო მოხელეთა აკადემია
უნივერსიტეტი ალტერბრიჯი მადლობას უხდის საჯარო სამსახურის ბიუროს უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვისა და მრავალფეროვანი შესაძლებლობებისთვის.